საჩხერის რაიონის სოფელ უზუნთაში ძაღლმა 7 წლის ბავშვი გადაარჩინა
საჩხერის რაიონის სოფელ უზუნთაში ძაღლმა 7 წლის ბავშვი გადაარჩინა
11 ივნისს, დაახლოებით დილის 12:00 საათზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთაში თბილისიდან სტუმრად მყოფი 7 წლის ლუკა ომიაძე დაიკარგა. საჩხერის გამგებლის მოადგილის, ელგიზ ქიმაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის გამგეობა, შსს რაიონული სამმართველო, სახანძრო სამაშველო სამსახური და სოფლის მოსახლეობა ბავშვის ძებნაში ოპერატიულად ჩაერთო, თუმცა, უშედეგოდ. ლუკას პოვნა ვერ მოხერხდა.

მოგვიანებით, მდგომარეობა ამინდმაც გაართულა. საღამოს ძლიერი წვიმა წამოვიდა. აღსანიშნავია, რომ სოფელი უზუნთა ზღვის დონიდან დაახლოებით 1400 მეტრზე მდებარეობს და იმ საღამოს ტემპერატურა საკმაოდ დაბალი იყო.

Zooclub

ლუკას ძებნაში ჩართულ ადამიანებს ერთადერთ იმედად ისღა რჩებოდათ, რომ მისი
საყვარელი ძაღლი მურაც არ ჩანდა. საბედნიეროდ, ეს იმედი გამართლდა: დილით გამოჩნდა ძაღლი, რომელიც მხიარულად გარბოდა
სოფლისკენ. თვითმხილველებმა დაინახეს, რომ ძაღლს უკან მოჰყვებოდა ადამიანი, რომელსაც ხელში საღსალამათი ბავშვი ეჭირა.

როგორც ლუკამ თქვა, ღამით ტყეში ძალიან ეშინოდა და სციოდა, თუმცა, მთელი ღამე მურა გვერდიდან არ მოშორებია, ეხუტებოდა და ათბობდა.

Zooclub

,,ვინც იქ ვიყავით, ცრემლებს ვერ ვიკავებდით. საბედნიეროდ, ეს სიხარულის ცრემლები იყო. დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისათვის და განსაკუთრებული მადლობა ლუკას მეგობარ ძაღლს, მურას. ეს მართლა სასწაულია!!!“ - აღნიშნავს საჩხერის გამგებლის მოადგილე, ელგიზ ქიმაძე სოციალურ ქსელში.


თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის
fiso-gori
კარგია ბავშვი რომ უვნებელი გადარჩა, მეც ვუერთდები კომენტარის ავტორებს, იქნებ ეხლა მაინც მიხედოს და დააფასოს პატრონმა მშიერი და გასაცოდავებული ძაღლი!
ნანა
ასეთები არიან ცხოველები, ასეთი კარგი მეგობრულები და დიახ რომ მართლაც კარგი მოვლა უნდათ.
juba
ჩემ სახელზე აჭამეთ ძაღლს 10 მწვადი! და დაალევინეთ კაი ღვინო!
გიო
გამახსენდა შოთა ნიშნიანიძის ლექსი: თუ ძაღლს ოდესმე მიფერებიხარ, ალბათ შემცბარხარ ძაღლის თვალებით. რა ერთგულებით მოგჩერებია, რა სიყვარულით და მოკრძალებით! იმ თვალებიდან არა ბრიყვული, არამედ რაღაც ბრძნულად გამგები, ადამიანი თუ არ გიყურებს, გიყურებს რაღაც არანაკლები,
ნამცეცა
დამშეული, მაგრამ მაინც ერთგული..ასეთი სიყვარული მარტო ძაღლებს შეუძლიათ..
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?