საჩხერის რაიონის სოფელ უზუნთაში ძაღლმა 7 წლის ბავშვი გადაარჩინა
საჩხერის რაიონის სოფელ უზუნთაში ძაღლმა 7 წლის ბავშვი გადაარჩინა
11 ივნისს, დაახლოებით დილის 12:00 საათზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთაში თბილისიდან სტუმრად მყოფი 7 წლის ლუკა ომიაძე დაიკარგა. საჩხერის გამგებლის მოადგილის, ელგიზ ქიმაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის გამგეობა, შსს რაიონული სამმართველო, სახანძრო სამაშველო სამსახური და სოფლის მოსახლეობა ბავშვის ძებნაში ოპერატიულად ჩაერთო, თუმცა, უშედეგოდ. ლუკას პოვნა ვერ მოხერხდა.

მოგვიანებით, მდგომარეობა ამინდმაც გაართულა. საღამოს ძლიერი წვიმა წამოვიდა. აღსანიშნავია, რომ სოფელი უზუნთა ზღვის დონიდან დაახლოებით 1400 მეტრზე მდებარეობს და იმ საღამოს ტემპერატურა საკმაოდ დაბალი იყო.

Zooclub

ლუკას ძებნაში ჩართულ ადამიანებს ერთადერთ იმედად ისღა რჩებოდათ, რომ მისი
საყვარელი ძაღლი მურაც არ ჩანდა. საბედნიეროდ, ეს იმედი გამართლდა: დილით გამოჩნდა ძაღლი, რომელიც მხიარულად გარბოდა
სოფლისკენ. თვითმხილველებმა დაინახეს, რომ ძაღლს უკან მოჰყვებოდა ადამიანი, რომელსაც ხელში საღსალამათი ბავშვი ეჭირა.

როგორც ლუკამ თქვა, ღამით ტყეში ძალიან ეშინოდა და სციოდა, თუმცა, მთელი ღამე მურა გვერდიდან არ მოშორებია, ეხუტებოდა და ათბობდა.

Zooclub

,,ვინც იქ ვიყავით, ცრემლებს ვერ ვიკავებდით. საბედნიეროდ, ეს სიხარულის ცრემლები იყო. დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისათვის და განსაკუთრებული მადლობა ლუკას მეგობარ ძაღლს, მურას. ეს მართლა სასწაულია!!!“ - აღნიშნავს საჩხერის გამგებლის მოადგილე, ელგიზ ქიმაძე სოციალურ ქსელში.


თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის
kaxi
ისეა გამხდარი ეს მართლაც კარგი ძაღლი რომ ნეკნები უჩანს, ნორმალურათ აჭამეთ ეს ძაღლი ამას იმსახურებს.
kristi
იქნებ ეხლა მაინც შეგიყვარდეთ ცხოველები ცოტა რაღაც მაგ ძაღლსაც აჭამოთ,ხომ ეკუთვნის ახლა მაინც მოვლა.....
jumber
ეტყობა საკვები აკლია ძაღლს.ფერდები ჩავარდნილი აქვს.აჭამეთ მაინც.
თეო
კარგო და ჭკვიანო ცუგილო :)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?