საჩხერის რაიონის სოფელ უზუნთაში ძაღლმა 7 წლის ბავშვი გადაარჩინა
საჩხერის რაიონის სოფელ უზუნთაში ძაღლმა 7 წლის ბავშვი გადაარჩინა
11 ივნისს, დაახლოებით დილის 12:00 საათზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთაში თბილისიდან სტუმრად მყოფი 7 წლის ლუკა ომიაძე დაიკარგა. საჩხერის გამგებლის მოადგილის, ელგიზ ქიმაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის გამგეობა, შსს რაიონული სამმართველო, სახანძრო სამაშველო სამსახური და სოფლის მოსახლეობა ბავშვის ძებნაში ოპერატიულად ჩაერთო, თუმცა, უშედეგოდ. ლუკას პოვნა ვერ მოხერხდა.

მოგვიანებით, მდგომარეობა ამინდმაც გაართულა. საღამოს ძლიერი წვიმა წამოვიდა. აღსანიშნავია, რომ სოფელი უზუნთა ზღვის დონიდან დაახლოებით 1400 მეტრზე მდებარეობს და იმ საღამოს ტემპერატურა საკმაოდ დაბალი იყო.

Zooclub

ლუკას ძებნაში ჩართულ ადამიანებს ერთადერთ იმედად ისღა რჩებოდათ, რომ მისი
საყვარელი ძაღლი მურაც არ ჩანდა. საბედნიეროდ, ეს იმედი გამართლდა: დილით გამოჩნდა ძაღლი, რომელიც მხიარულად გარბოდა
სოფლისკენ. თვითმხილველებმა დაინახეს, რომ ძაღლს უკან მოჰყვებოდა ადამიანი, რომელსაც ხელში საღსალამათი ბავშვი ეჭირა.

როგორც ლუკამ თქვა, ღამით ტყეში ძალიან ეშინოდა და სციოდა, თუმცა, მთელი ღამე მურა გვერდიდან არ მოშორებია, ეხუტებოდა და ათბობდა.

Zooclub

,,ვინც იქ ვიყავით, ცრემლებს ვერ ვიკავებდით. საბედნიეროდ, ეს სიხარულის ცრემლები იყო. დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისათვის და განსაკუთრებული მადლობა ლუკას მეგობარ ძაღლს, მურას. ეს მართლა სასწაულია!!!“ - აღნიშნავს საჩხერის გამგებლის მოადგილე, ელგიზ ქიმაძე სოციალურ ქსელში.


თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის
მე
ფოტოებზე ძაღლი უზომოდ გამხდარი და გასაცოდავებულია. იქნებ ამ ამბის მერე მაინც გაიმეტოს მისმა პატრონმა წესიერი კვება უჭკვიანესი ცუგასთვის
Temo
შენი ფანი ვარ მურია
madloba zagls
აესეთი მეგობრები არაიან ადამინის და ვინც ამათ ჭამს კანტროლკა უნდა დაახალო შუბლში :@
დათო
იქნებ დააზუსტოთ 6-სა თუ 7 წლის იყო ლუკა. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მაგარი ჟურნალისტობაა საქართველოში.
კოკო
ჯუბა იქნებ უფრო სერიოზულად მოკიდებოდით ამ ამბავს. რაც პატარა მურიამ გააკეთა ბევრი ადამიაისთვის სამაგალითო უნდა იყოს. ლუკას ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?