უსინათლო და უკბილო ძაღლი ჯერ კიდევ ოჯახის უფროსია (+ფოტო)
უსინათლო და უკბილო ძაღლი ჯერ კიდევ ოჯახის უფროსია (+ფოტო)
როკი 13 წლის ბოსტონური ტერიერია კალიფორნიიდან - უსინათლო, უკბილო პრინცესა.

იგი თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და ერთხელ ავად გახდა.

“ის რთული ბავშვი იყო, როდესაც ჩვენთან მოხვდა, - ყვება კელი, - მას უამრავი დაავადება ქონდა”.

პრობლემების მიუხედავად, როკის ძალიან დიდი ენერგია აქვს. “მას შეეძლო ლეკვებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი გალიიდან თავის დაღწევა”, - ამბობს კელი.

ციცქნა მებრძოლი არასოდეს ნებდებოდა. მაშინაც კი, როდესაც მხედველობის პრობლემა შეექმნა. ნელ-ნელა მდგომარეობა გაუუარესდა. ერთხელ კი, ის თვალით ტოტებს დაეჯახა, რამოდენიმე დღეში იარა გაურთულდა და მიუხედავად იმისა, რომ როკის
სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს, სრულიად დაბრმავდა.

“როკის დიდი დრო დასჭირდა მდგომარეობასთან შეგუებისათვის. პირველი ორი თვე ყველაზე
რთული იყო. ის სულ ტიროდა და ნერვიულობდა”.

მაგრამ როკიმ ყველაფერს გაუძლო.

“ერთი წლის შემდეგ ის ისეთივე გულადი გოგოა”.

ასაკის და მდგომარეობის მიუხედავად, როკი ისეთივეა. უყვარს მბრძანებლობა ოჯახში და ეს არც არასოდეს შეიცვლება. მას ძალიან უყვარს სიცოცხლე. დღემდე უზომოდ უყვარს სასეირნოდ სიარული.

ის ახლა სიბერით ტკბება.

“იგი უბრალოდ თავხედი ჭორიკანა გოგოა, რომელსაც უყვარს ღიმილი”, - ამბობს კელი.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?