ჯარისკაცმა ომის დროს ლეკვი გადაარჩინა. ამ ისტორიის დასასრული ზღაპარს გავს.. (+ვიდეო)
ჯარისკაცმა ომის დროს ლეკვი გადაარჩინა. ამ ისტორიის დასასრული ზღაპარს გავს.. (+ვიდეო)
როდესაც ამერიკელი კენ ვირში ერაყში მსახურობდა, მათ ნაწილს გერმანული ნაგაზის უსაყვარლესი ლეკვი მიეკედლა. ჯარისკაცებმა მას ოლი დაარქვეს. ყველაზე მეტად ძაღლი კენს შეეჩვია. პატარა ლეკვი გაიზარდა და ბოჩოლას სიმაღლე ძაღლი გახდა.

მიუხედავად ამისა, როდესაც კენის სახლში დაბრუნების დრო მოვიდა, მას არჩევნის გაკეთება მოუწია: ოლი სამშობლოში, ერაყში დაეტოვებინა, თუ აშშ-ში წაეყვანა, რაც საკმაო სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
კენმა საერთაშორისო ორგანიზაცია SPCA-ს მიმართა. ეს ორგანიზაცია ცხოველებისთვის ახალი პატრონის მოძიებითაა დაკავებული.

მათ მოამზადეს აუცილებელი დოკუმენტები. ასევე, ძაღლის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სპეციალური კონტეინერი. ორმოცდღიანი განშორების შემდეგ ოლი
თავის საუკეთესო მეგობარს უკვე მზიან კალიფორნიაში შეხვდა.

მათ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ძნელია იმის თქმა,
თუ ვინ უფრო ბედნიერი იყო.
“ეს ყველაფერი რამოდენიმე ათასი დოლარი დაჯდა, მაგრამ ის კარგი ბიჭია, ის ამად ღირს”, - ამბობს კენი.

იხილეთ ვიდეო
dali
რა საკალელია
eeeeeeeeeeeeee
კარგი ამბავია,მაგრამ არარის ეს ძაღლი "აფჩალკა" სიმონ,ნარევი შეიძლება იყოს!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?