კუნძული, სადაც ლეკვებთან ერთად თამაში შეიძლება (+ფოტო)
კუნძული, სადაც ლეკვებთან ერთად თამაში შეიძლება (+ფოტო)
ბევრს ალბათ სმენია ძაღლების ჯადოსნურ ლამაზ ქვეყანაზე, რომელსაც Territorio de Zaguates უწოდეს და სადაც 900 ძაღლი თავისუფლად ცხოვრობს, დარბის, თამაშობს.

კუნძულ Providenciales in Turks & Caico–ზე კიდევ ერთი სამოთხეა, სადაც არის ულამაზესი სანაპიროები და უსაყვარლესი ლეკვები, რომლებიც ოჯახსა და პატრონს ელიან.
ეს სამოთხე სამაშველო ორგანიზაციამ დააარსა.
ადგილობრივი მცხოვრებლები ძაღლებს საჭმლის ნარჩენებით კვებავენ. ამ ადგილს პოტკეიკს უწოდებენ.
ყველა ძაღლი, რომელიც აქ იმყოფება, გადარჩენილია.
პოტკეიკის მისიაა კუნძულზე უსახლკარო ლეკვების რაოდენობის შემცირება. გადარჩენილებს აქ თავშესაფარს აძლევენ, შემდეგ კი ახალ ოჯახებს პოულობენ.

აქ მომსახურე
მოხალისეები ხელფასის გარეშე მუშაობენ. ისინი ძაღლებს საკუთარ სახლში იფარებენ და ხშირად მათ შენახვაზე საკუთარ ფულს
ხარჯავენ.

აქ ლეკვებს ასწავლიან. ასევე, მათთვის, ვისაც ლეკვის აყვანა სურს, ცალკე ადგილია გამოყოფილი, სადაც შეიძლება ლეკვებთან თამაში.

პოტკეიკი მხოლოდ შემოწირულობებით არსებობს.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?