სტაჟიორმა ვეტერინარმა ძაღლი ევთანაზიიდან ერთი წუთით ადრე გადაარჩინა
სტაჟიორმა ვეტერინარმა ძაღლი ევთანაზიიდან ერთი წუთით ადრე გადაარჩინა
სტაჟიორმა ვეტერინარმა ძაღლი გადაარჩინა მას შემდეგ, რაც მისმა პროფესიონალმა კოლეგამ ცხოველის ეუთანაზია (სამუდამო დაძინება) გადაწყვიტა. კოლის ჯიშის ძაღლი, სახელად ოლლი უცნაური სენით დაავადდა - მას უეცრად დაემართა სრული სხეულის პარალიზება. ოლლის არ შეეძლო სიარული, დგომა და საკვების მიღება. 

პატრონებს არც უფიქრიათ ოთხფეხა მეგობრის ეუთანაზია. მათ ძაღლი მიიყვანეს ვეტერინართან, რათა ცხოველისთვის კათეტერი გაეკეთებინა, რადგან ოლლის არ შეეძლო დამოუკიდებლად შარდის გამოყოფა. ვეტერინარი გაოცებული იყო ძაღლის უცნაური დაავადებით. მისი თქმით,  მსგავს სიმპტომებს ხერხემლის სიმსივნე იწვევდა და ყველაზე ჰუმანური მეთოდი ცხოველის ეუთანაზია იყო.

Zooclub

იმ
დღეს, როდესაც ვეტექიმმა ეუთანაზია დანიშნა, კლინიკაში მუშაობდა სტაჟიორი. სანამ ოლლის სასიკვდილო ინექციას გაუკეთებდნენ, სტაჟიორმა ბიჭმა
კიდევ ერთხელ გასინჯა ცხოველი და შეამჩნია, თუ რა გამორჩა მის პროფესიონალ კოლეგას - ერთი ციდა ტკიპა ყურის ძირში.

Zooclub

ცნობილია, რომ ტკიპა იშვიათ შემთხვევაში ცხოველებში იწვევს პარალიზებას, რადგან ზოგიერთი პარაზიტი შეიცავს დიდი რაოდენობით ნეიროტოქსინებს. ოლლის ტკიპა მოაცალეს და 12 საათის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ფუტკრისგან დაკბენილ ლეკვს სახეზე ღიმილი არ შორდება

ქირურგები რეპტილიას 3 საათი უკეთებდნენ ოპერაციას - ისინი ცდილობდნენ მისი ბაკანის აწყობას

მაკე კატა სამშობიაროსთან მივიდა და დახმარებას ითხოვდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?