ძაღლმა, რომელმაც თვალები დაკარგა, საუკეთესო პატრონი იპოვა (+ფოტო)
ძაღლმა, რომელმაც თვალები დაკარგა, საუკეთესო პატრონი იპოვა (+ფოტო)
ეს ძაღლი რუმინეთიდანაა. მას ჰქვია ნიმი. ადრე ის ბუჰარესტის ქუჩებში დადიოდა, შემდეგ კი მუნიციპალურ თავშესაფარში აღმოჩნდა.

ეს ჯერ კიდევ მისი ტანჯვის დასაწყისი იყო. არავინ იცის, რამდენი ფიზიკური და ემოციური ძალადობა გამოიარა თავშესაფარში, მაგრამ ერთია ცნობილი, ვიღაცამ მას თვალები დაუზიანა.

“თავშესაფრიდან ის ადგილობრივმა მცხოვრებმა გადაარჩინა. ძაღლი მაკე იყო” - ჰყვება სიან პორტერი, ნიმის ბრიტანელი პატრონი, - "ლეკვები ვერ გადარჩნენ”.

ნიმი გადასცეს "U.K.’s Blind Dog Rescue"-ს ორგანიზაციას, რომელიც პორტერს დაუკავშირდა, რადგან მას უკვე ყავდა ერთი ბრმა ძაღლი, სახელად პეფრო. პორტერმა უარი ვერ უთხრა.

“როდესაც პირველად ვნახე, ნიმი ჩაკეტილი
და დათრგუნული ჩანდა” - ამბობს პორტერი, - "ის შინაგანად გატეხილი და სუსტი იყო. ჩემი ხმის გაგონებაზე იკუნტებოდა”.

გარკვეული დროის განმავლობაში პორტერმა შეძლო მისი ნდობის მოპოვება.

ახლა ნიმი 7 წლისაა. მას უყვარს ჩახუტება, ხმამაღლა ყეფს, როდესაც ვინმეს ესალმება, ასევე უვლის გარშემო და მათ ყურადღებას მოუთმენლად ელის.

სხვა ორ ძაღლთან, კატასა და კურდღელთან ერთად ნიმი ჰარმონიულ გარემოში ცხოვრობს.

ახლა მას თავად შეუძლია დაეხმაროს სხვას - ის ყველას სიხარულს ჩუქნის!

ნიმი ძალიან მგრძნობიარე და კეთილი ძაღლია. მან დაიმსახურა ეს ბედნიერება.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
manana-sh
ქალბატონო დალი, გაიხარეთ, თქვენ ეს სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ!
Dali Pxakadze
მეც ავიყვანე ელიზბარაშვილის თავშესაფრიდან სრულიად ბრმა კოკერ სპანიელი, დღეს ის უბედნიერესია ჩემს ორ კატასა და შარპეისთან ერთად. ასე რომ საქართველოშიც ვართ ასეთი ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია ინვალიდი ძაღლების შეფარება და მისთვის ბედნიერების ჩუქება და ეს ჩემთვის პირველი შემთხვევა არ არის. ქუჩიდანაც ბევრჯერ ამიყვანია მომაკვდავი და მანქანა გადავლილი ძაღლი.
თამთა
როგორ მახარებს ასეთი ბედნიერი დასასრული, ნეტა ყველა ცხოველს ასე გაუმართლოს,
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?