ლეკვი, რომელიც ბეისბოლის სტადიონზე მიატოვეს, გუნდის ყველაზე პატარა წევრი გახდა
ლეკვი, რომელიც ბეისბოლის სტადიონზე მიატოვეს, გუნდის ყველაზე პატარა წევრი გახდა
ერთი ციდა, 7 კვირის ლეკვი პატრონმა ბეისბოლის სტადიონზე მიატოვა. ჯორჯიის შტატში (აშშ) მდებარე სტადიონზე, სადაც წვრთნებს ადგილობრივი Savannah Bananas-ის გუნდი ატარებს, თანაშრომელმა იპოვა კართან მჯდომი ლეკვი, რომელიც შეშინებული კედელს ეკრობოდა და ტიროდა. 

პატარა ცხოველს დეიზი დაარქვეს. დეიზის ძალიან გაუმართლა, რადგან ის გუნდის პრეზიდენტმა ჯარედ ორთანიმ და მისმა მეუღლემ კელსიმ აიყვანეს. წყვილმა ახალი ბინადარი ვეტერინართან წაიყვანა. ექიმის თქმით, ის სრულად ჯანმთელი იყო და საოცრად ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდა.

Zooclub

ლეკვი პატრონთან ერთად ხშირად სტუმრობს სტადიონს და მთელ დღეს გუნდის წევრებთან ატარებს. ჯერედის თქმით,
მას ძალიან გაუმართლა,რომ ასეთი ერთგული მეგობარი შეიძინა და თვლის, რომ დეიზი ბეისბოლის გუნდის ყველაზე პატარა
წევრია.

Zooclub

ასევე იხილთ:

ეს ფინია თბილისის გარეუბანში გაჩერებაზე მანქანიდან ჩამოსვეს და სამუდამოდ მიატოვეს...

ჩემოდნიანი შარპეი სადგურის მოედანზე - ახალი პატრონის მოლოდინში

მან ტირილი დაიწყო, როცა მიხვდა, რომ სამუდამოდ მიატოვეს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?