ძაღლი, რომელიც არავის სჭირდებოდა, ახლა მოდელია (+ფოტო)
ძაღლი, რომელიც არავის სჭირდებოდა, ახლა მოდელია (+ფოტო)
ადგილობრივმა თავშესაფარმა ბრუკ ბიდლკომბის ცხოვრება სრულიად შეცვალა. მას დროებით მოსავლელად ძაღლი გადასცეს.

“გასი იმ წამსვე შემიყვარდა”, - ამბობს ბრუკი ძაღლზე.

გასი ჩიხუახუას და ტაქსას 6 წლის მეტისია. კალიფორნიაში 2014 წელს აღმოჩნდა.

თავდაპირველად გასი ქუჩაში იპოვეს. ის რამოდენიმე თავშესაფარში ცხოვრობდა, სანამ კანადაში მოხვდებოდა. მისი ყბების უცნაური წყობა იყო მიზეზი იმისა, რომ ადამიანები თავს იკავებდნენ მისი აყვანისგან.

“გასი ხმამაღლა ტირის, როდესაც მარტო რჩება”, - ამბობს ბრუკი, -" მაგრამ ახლა მას თბილი პლედი აქვს ფანჯარასთან ახლოს დაგებული და ხედავს როდესაც სახლში ვბრუნდები. შემოვდივარ
თუ არა, გასი ხმამაღლა ყეფს და კუდს სიხარულით აქიცინებს".

გასს ფუმფულა ადიალები უყვარს. სახლში აქა-იქ
გაფენილი რვა მათგანიდან ერთ-ერთში ეწყობა კოხტად და ტკბილად იძინებს.

მისი ყბა არასწორადაა მოწყობილი, რაც ჭამაში ხელს უშლის: “ის გოჭუნიას გავს და ძალიან სწრაფად ჭამს”.

გასი გერმანულ ნაგაზ ალექსთან და კატა პრესლისთან ერთად ცხოვრობს.

როდესაც გასი კანადაში ახალ სახლში ჩავიდა ძლიერი ქარბუქი იყო. გასს არ უყვარს თოვლი და სიცივე.

ბრუკმა გასისთვის თბილი სვიტერების სპეციალური გარდერობი შექმნა.

“ის უსაყვარლესია სვიტერში გამოწყობილი”, - ამბობს ბრუკი.

გასი ყველგან ბრუკთან ერთად დადის. კარგად იქცევა, მშვიდად ზის მის მუხლებზე.

მისი გარდერობის ბოლო შენაძენი ფეხბურთის ფორმაა, რომელზეც წარწერაა “პირადი მცველი”.

მან ამ ზამთარს თავისი პალტო მიიღო.

როგორც წესია, შობაზე გასს საშობაო სვიტერი აცვია.

მისი ყველაზე საყვარელი ფერი ლურჯია. ეს ფერი მას ძალიან უხდება.

მთავარი მისთვის, რა თქმა უნდა, მრავალფეროვანი ტანსაცმელი კი არა, დიდი სიყვარულია, რომელსაც ის ბრუკისა და გარშემომყოფთაგან იღებს.

“ეს საოცარი ძაღლი იმსახურებს თბილ ადიალას, სათამაშოებს, სვიტერებს.. ყველა ძაღლი იმსახურებს ამას”, - ამბობს ბრუკი.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?