მეცნიერებმა შექმნეს წამალი, რომელიც ძაღლებს 5 წლით გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს
მეცნიერებმა შექმნეს წამალი, რომელიც ძაღლებს 5 წლით გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს
ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ცდები, რის შედეგადაც შექმნეს წამალი, რომელიც ძაღლებს მისცემს საშუალებას 5 წლით გაუხანგრძლივდეთ სიცოცხლე. კვლევის შესახებ წერს ერთ-ერთი ამერიკული სამეცნიერო ჟურნალი.

კვლევის ფარგლებში საშუალო ხნის (6-დან 9 წლამდე) 32 ძაღლს ჩაუტარდა ცდა. მათ მკურნალობდნენ იგივე პრეპარატით, რასაც მოიხმარენ პაციენტები, რომლებსაც სხვადასხვა ორგანოს გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდათ. სწორედ ამ წამალში არსებული ნივთიერებები ხელს უშლის ცხოველის დაბერებასა და მეტიც, ორგანიზმს იცავს სიმსივნური უჯრედების წარმოქმნისგან.

პრეპარატი ჯერ კიდევ ცდის პროცესშია, ასაკოვან ძაღლებზე წარმატებული შედეგის შემთხვევაში, რომელსაც ჯერ კიდევ ნახევარი წელი სჭირდება,  კვლევებს გააგრძელებენ
კატებზე, ხოლო ახლო მომავალში წამალი შესაძლოა გამოსცადონ ადამიანებზეც.

მიზანი კი ერთია, აღმოაჩინონ ისეთი ნივთიერება, რაც
ცხოველისა და ადამიანის დაბერების პროცესს შეუშლის ხელს.

ასევე იხილეთ:

რატომ უყვარს კატას ვალერიანი და შეიძლება თუ არა მისთვის ამ წამლის მიღება?

როგორ დავალევინოთ ჩვენს ბინადარს წამალი?

ფუტკრის შხამს სამკურნალო თვისებებით ანალოგი არ გააჩნია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?