ამ ქვეყანაში ყველაზე მეტი იშვიათი ძაღლის ჯიშია
ამ ქვეყანაში ყველაზე მეტი იშვიათი ძაღლის ჯიშია
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სელექციონერები ყოველ წელს ცდილობენ, გამოიყვანონ  ახალი ძაღლის ჯიში, რომელიც ვიზუალურად სხვა ჯიშისგან განსხვავებული და განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებული იქნება.

ფინეთის ძაღლების ფედერაცია აცხადებს, რომ ყველაზე მეტი იშვიათი ჯიშის ძაღლი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, სწორედ, მათ ქვეყანაშია დარეგისტრირებული.

ფინეთში დარეგისტრირებულია 3 000 სხვადასხვა ჯიშის ძაღლი. მათ შორის არიან ისეთი იშვიათი სახეობები, როგორებიცაა: კა-დე-ბო, ტორნიაკი, აინუ, გასკონური ცისფერი ბასეტი, სუსექს-სპანიელი, ესპანური გალგო.

კა-დე-ბო

Zooclub


ტორნიაკი

Zooclub

აინუ

Zooclub

გასკონური ცისფერი ბასეტი

Zooclub

სუსექს-სპანიელი

Zooclub


ესპანური გალგო

Zooclub

ფინეთის მცხოვრებლების უმეტესობას განსაკუთრებით უყვარს ნადირობა, ამიტომ მათ ქვეყანაში ძაღლების სიმრავლე გასაკვირი არაა.

ფინეთში
ყოველ მეხუთე ოჯახს ჰყავს ძაღლი. ქვეყანაში 1 მილიონზე მეტი ძაღლია, ხოლო  მოსახლე 5,5 მილიონი ადამიანია.

ადგილობრივი
ხელისუფლების დადგენილებით, შინაური ბინადრების რეგისტრაცია სავალდებულოა - მაწანწალა ძაღლი  არ არსებობს. ფინეთში არის კარგად ორგანიზებული ვეტერინარული მომსახურება და უმაღლესი სტანდარტების თავშესაფარი. ყოველწლიურად ფინეთში რეგისტრირდებება სხვადასხვა სახეობის 50 ათასამდე ძაღლი.

ასევე იხილეთ:

ძაღლის ყველაზე პოპულარული ჯიშების ათეული ბოლო მონაცემებით

რომელი ძაღლი ავიყვანოთ: მეტისი თუ ჯიშიანი?

რატომ განსხვავდებიან გარეგნულად ძაღლები ერთმანეთისგან?

noe
"მაწანწალა ძაღლი არ არსებობს"... მაგარი ქვეყანა!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?