დიდი ბრიტანეთის ყველაზე ნიჭიერი ძაღლი (+ვიდეო)
დიდი ბრიტანეთის ყველაზე ნიჭიერი ძაღლი (+ვიდეო)
ნიჭიერთა შოუზე საკუთარი ოთხფეხა ბინადრების მიყვანა, როგორც ჩანს, ტრადიციად იქცა. ეს ძალიან კარგია. საქმე ხომ ნიჭიერებს ეხებათ. ასე, ან დაახლოებით ასე მსჯელობდა ერთი ინგლისელი, როდესაც გადაწყვიტა ჟიურისთვის და შოუსთვის “ბრიტანეთი ეძებს ნიჭიერებს” თავისი ირლანდიური ტერიერი კალი წარედგინა.

ბრიტანული "ნიჭიერის" პირველ ლაივ-შოუში ორი ფინალისტი გამოავლინეს. მათ შორის ვერ მოხვდნენ მიტჩი და კალი, თუმცა, ძაღლმა თავი მაინც გამოიჩინა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან 42 წამში 100 ბუშტი გახეთქა. წინა რეკორდი ამერიკელ ძაღლს ეკუთვნოდა. მისი საუკეთესო მაჩვენებელი 44 წამი იყო.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?