ძაღლმა, რომელმაც ავღანეთში თათი დაკარგა უმაღლესი სამხედრო ჯილდო მიიღო
ძაღლმა, რომელმაც ავღანეთში თათი დაკარგა უმაღლესი სამხედრო ჯილდო მიიღო
გერმანული ნაგაზი ლუკკა, რომელმაც ავღანეთსა და ერაყში სამხედრო სამსახურის დროს თათი დაკარგა, მარია დიკინის სახელობის მედლით დააჯილდოვეს. დიდ ბრიტანეთში ეს ჯილდო ცხოველებისთვის უმაღლეს სამხედრო ჯილდოდ ითვლება. ამის შესახებ ცხოველების გადარჩენის საქველმოქმედო ორგანიზაცია PDSA-ის გვერდზე იტყობინებიან.

12 წლის გერმანულმა ნაგაზმა ლუკამ ამერიკის საზღვაო ქვეით ჯარში ექვსი წელი იმსახურა. ამ დროის განმავლობაში 400-ზე მეტ მისიაში მიიღო მონაწილეობა. მას უამრავი სამხედრო ჰყავს გადარჩენილი. 2012 წელს მან პატრონთან, კაპრალ ხუან როდრიგესთან ერთად ავღანეთში 13 კილოგრამამდე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა. სამწუხაროდ, ამ ძებნისას მეორე ბომბი აფეთქდა და
ლუკას ფეხი დააკარგვინა.

მედლით დაჯილდოების ცერემონია ლონდონში ჩატარდა. ახლა უკვე პენსიაზე გასული ძაღლი პატრონთან, კრის
უილინჰემთან ერთად კალიფორნიიდან ლონდონში ჩააფრინდა, სადაც "დიკინის ჯილდო" გადასცეს.

Zooclub

უილინჰემის თქმით, ახლა ის და ლუკკა კალიფორნიაში ცხოვრობენ.

ჯილდო, რომელიც ლუკამ მიიღო 1943 წელს დაწესდა PDSA-ის დამფუძნებლის, მარია დიკინის ინიციატივით. მედალი ბრინჯაოსია და მასზე გამოსახულია დაფნის გვირგვინი წარწერით: “მამაცობისთვის” და “ჩვენც ვმსახურობთ”. ჯილდოს ლონდონის ლორდ-მერი გადასცემს. წელს ეს ჯილდო სამოცდამეშვიდეა. სხვადასხვა წელს მედალი მიუღიათ ძაღლებს, კატებს, ცხენებსა და მტრედებს.

იხილეთ ვიდეო
თამო
ეხ დაანებონ რა ამ ძაღლების გამოყენებას თავი :( არ იციან რაზე მიდიან :(
tariel
ერთგული და მამაცი :)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?