მან ვერ გადაიტანა საკუთარი ძაღლის დაკარგვა...
მან ვერ გადაიტანა საკუთარი ძაღლის დაკარგვა...
77 წლის პენსიონერი ვლადიმერ დავიდოვი, რომელიც საკუთარ გერმანულ ნაგაზს ორი თვე ეძებდა, გარდაიცვალა. ირკუტსკის ოლქში (რუსეთი) მცხოვრებმა პენსიონერმა ძაღლი იანი 8 თებერვალს დაკარგა, მას შემდეგ ის იდგა ქალაქის ქუჩებში იმ იმდით, რომ ოთხფეხა მეგობარი გამტაცებლებისგან გაქცევას შეძლებდა და მას დაუბრუნდებოდა.

"გთხოვთ დამეხმაროთ და მაპოვნინოთ მეგობარი"- სწორედ ეს ტექსტი ეწერა აბრაზე, რომელიც ბოლო ორი თვე ხელიდან არ გაუშვია. ის დადიოდა ვაგზლის, ცენტრალური ბაზრის ტეროტორიაზე და ხალხს თხოვნით მიმართავდა.

მას შემდეგ, რაც ეს ამბავი ცენტრალურმა პრესამ გააჟღერა, ძაღლის ძებნა ადგილობრივმა პოლიციამ დაიწყო. სამწუხაროდ,
გამოძიებამ შედეგი ვერ გამოიღო. რუსეთის ყველა ქალაქიდან ვლადიმერს უგზავნიდნენ თანხას, რათა მისი ტელეფონი ყოველთვის ჩართული
ყოფილიყო და ინფორმაციის შემთხვევაში პოლიციას მასთან დაკავშირება შეძლებოდა.

77 წლის პენსიონერმა ვერ გადაიტანა დაკარგვა ძაღლისა, რომელიც მისი ერთადერთი ოჯახის წევრი იყო და დარდით მოკვდა. მოხალისეები მისი დაკრძალვისთვის თანხას აგროვებენ. ამასთანავე,  ადგილობრივი მცხოვრებლები გემავენ, "ქუჩაში მომლოდინე სევდიან პატრონს" ძეგლი დაუდგან.

ასევე იხილეთ:

საყვარელმა ჩიხუახუამ მომაკვდავი პატრონი სიცოცხლისკენ მოაბრუნა

პენსიონერმა ქუჩის ძაღლებისთვის პლასტმასის კასრებისგან მატარებელი გააკეთა

კატა სიკვდილისგან ერთი წუთით ადრე იხსნეს: საშინელი ფოტოს ისტორია ხორცის ფესტივალიდან
ლევანი
მეც დავკარგე ძაღლი და ვხვდები რა სიმწარეც გადაიტანა ვლადიმერმა ღმერთმა აცხონოს მისი სული
kuku
გმერთმა გაანათლოს მისი სული.ძაიან მძიმეა,ოთხფეხა მეგობრის დაკარგვა :((((((((((
keti
რა საცოდაობაა!
mari
ღმერთმა აცხონოს ვლადიმერი, ვუთანაგრძნობ , ისეთი ძნელია ოთხპეხა მეგობრის დაკარგვა, ვისაც არ უყვარს ცხოველი ვერც გაიგებს ვერასდროს, მას ოჯახის წევრად მიაჩნდა ცუგრა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?