ძაღლმა პატრონს გასეირნების შემდეგ ნახევარი კილო მარიხუანა მოუტანა
ძაღლმა პატრონს გასეირნების შემდეგ ნახევარი კილო მარიხუანა მოუტანა
აშშ-ს მისისიპის შტატში ძაღლმა თავის პატრონს გასეირნების შემდეგ ნახევარი კილოგრამი მარიხუანას პაკეტი მოუტანა. მამაკაცმა ნაპოვნი ჯონსის ადგილობრივ პოლიციაში ჩააბარა.

ცხოველის პატრონის თქმით, ჯერ მას მოეჩვენა, რომ ძაღლის მოტანილ პაკეტში ნაგავი იყო. რამოდენიმე ხნის შემდეგ ამერიკელი სუნით მიხვდა, რომ პაკეტი მარიხუანით იყო სავსე.
სად და როგორ აღმოაჩინა ძაღლმა მარიხუანა, უცნობია. სამართალდამცველმა ორგანოებმა ინციდენტის გამოძიება დაიწყეს.

2015 წლის 26 თებერვალს ვაშინგტონში ხელისუფლებამ მახრიხუანას მცირე რაოდენობით შენახვის ნებართვა გასცა. დაუშვეს ნარკოტიკის რეკრეაციული მიზნებისთვის გამოყენება, ანუ სიამოვნების მისაღებად
და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენის მიზნით. ამასთან, მისი გაყიდვა და მოწევა საზოგადო ადგილებში აკრძალული რჩება.

მარიხუანას გამოყენება ასევე ნაწილობრივ ლეგალიზებულია ალიასკას, კოლორადოსა და ორეგონის
შტატში. ასევე 21 შტატში დაშვებულია, ან მალე იგიეგმება დაშვება ამ ნარკოტიკის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება. ამასთან, კანაფის მოწევა ფედერალურ დონეზე კანონგარეშე რჩება მისისიპის შტატშიც.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?