ბრიტანელმა ქალბატონმა ჩიხუახუას მოდურ ნივთებში 40 000 დოლარზე მეტი გადაიხადა
ბრიტანელმა ქალბატონმა ჩიხუახუას მოდურ ნივთებში 40 000 დოლარზე მეტი გადაიხადა
სიურეის (დიდი ბრიტანეთი) საგრაფოს მცხოვრებმა ჩიხუახუას აქსესუარებზე, ტანსაცმელსა და კოსმეტიკურ პროცედურებზე 30 000 ფუნტ სტერლინი (42 000 დოლარზე მეტი) დახარჯა.

2013 წელს ჯოზეფინა კარტერმა და მისმა ქალიშვილმა კელიმ აიყვანეს ძაღლი, სახელად კვინი. მას მერე ქალბატონი თავისი ბინადრისთვის მუდამ ყიდულობს მოდურ აქსესუარებს, ჩანთებს, კოსმეტიკურ ნივთებს. პატრონს ჩიხუახუა მასაჟზე დაჰყავს, რომ “მისი ჩაკრები გაუხსნას”, ასევე, მის ფრჩხილებს უვლის.

Zooclub

ბრიტანელის თქმით, გამვლელები ხშირად სთხოვენ ძაღლთან ერთად ფოტოს გადაღებას და სეირნობისას ცნობენ.

“კვინის გარდერობზე ბევრად მეტს ვხარჯავ, ვიდრე საკუთარზე, მაგრამ ასე ხდება, თავს ვერაფერს
ვუხერხებ”, - ამბობს 50 წლის კარტერი.

Zooclub

2015 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს მცხოვრებლებმა 2014
წელს შინაურ ცხოველებზე 58 მილიონი დოლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 4.2%-ით მეტია.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?