ამერიკელმა ბარმენმა მოპსიმ ინტერნეტი დაიპყო
ამერიკელმა ბარმენმა მოპსიმ ინტერნეტი დაიპყო
მოპსიმ, სახელად როკო, ქალაქ ოსტინიდან (ტეხასის შტატი, აშშ) ინტერნეტი დაიპყრო. მისმა პატრონმა ლილიმ როკოსა და მისი ძმის კოსტუმებში გამოწყობილი ფოტოები 17 მარტს დადო ინსტაგრამზე, რომლის ხელმომწერთა რიცხვმა სულ მალე 14 000-ს მიაღწია.

ლილი ძაღლს სხვადასხვა ტანსაცმელში გამოაწყობს და სასმელებთან ერთად იღებს.
"ისეთი ამაყი ვიყავი ჩემი ხელით გაკეთებული პირველი კოქტეილით, გადავწყვიტე ფოტო გადამეღო, რომ მეუღლესთვის მენახებინა. როდესაც როკომ დაინახა, რომ ფოტოს ვიღებდი, მოირბინა და სასმელის გვერდით წამოსკუპდა," - ყვება ლილი. 

ქალბატონმა ეს ორი ძაღლი 8 წლის წინ გადაარჩინა და ყოველ წელს ფოტოებს უღბს.
ამერიკელის სიტყვებით, ერთი ფოტოს გადასაღებად მას 5 წუთი სჭირდება, ეს დრო საკმარისია, რომ ძაღლს ჩააცვას
ტანსაცმელი, პერანგი და შეურჩიოს ბანტი. როკოს უსაყვარლეს სასმელად პატრონმა ჯინ-ტონიკი დაასახელა.


Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?