თავშესაფრის თანამშრომლებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ყველა ძაღლი გადაარჩინეს!
თავშესაფრის თანამშრომლებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ყველა ძაღლი გადაარჩინეს!
სამშაბათ დილას ლონგ-აილენდზე მდებარე თავშესაფრის (რომელშიც ძაღლებს არ აძინებენ) თანამშრომლები სამსახურში მივიდნენ და შენობის კვამლსადენიდან ბოლის სქელი ღრუბლები დაინახეს. ამ თავშესაფარში 15 ძაღლი ცხოვრობდა.

ცხოველთა თავშესაფრის ვეტერინარმა, ბარბარა უონსორმა განაცხადა: "ეს შავ კედელს გავდა. ყველაფერი შავმა ბოლმა მოიცვა".

უონსორი და ჯენივერ კონნერი - მეორე ვეტერინარი, ბოლით სავსე შენობაში შევიდნენ. მათ არ იცოდნენ, რა დახვდებოდათ, მაგრამ იმ გადაწყვეტილებით, რომ არ მიატოვებდნენ ძაღლებს, რომლებიც გადარჩენის იმედის გარეშე ცეცხლის ხაფანგში მოყვნენ, შესვლა გაბედეს. 

Zooclub

"ჩემი ერთი ნაწილი ფიქრობდა: "ბარბარა, არ შეხვიდე იქ, საშიშია". მაგრამ მე ვიცოდი, რომ იქ
დარჩენილი ცხოველები უნდა გადაგვერჩინა".

Zooclub

თანამშრომლებმა ბოლით სავსე შენობა გაიარეს, გააღეს ერთი მეორეზე - ყოველ ჯერზე
იმ იმედით, რომ იქ ცეცხლი არ დახვდებოდათ.

Zooclub

ამ თვგანწირული ბრძოლის შედეგად თავშესაფრის თხუთმეტივე ძაღლმა შენობა ცოცხალმა დატოვა.

Zooclub

"ამ საშინელი ინციდენტიდან თვენახევრის შემდეგ თავშესაფარი ნორმალურ სამუშაო მდგომარეობას დაუბრუნდა", - თქვა გაშვილების კოორდინატორმა ჯოანა კეისიმ. "ჩვენ კარგად ვართ".

ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ყველა ძაღლის გადარჩენა მოხერხდა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?