კომისარი რიჩი: მიტოვებულმა სპანიელმა თავისი მოწოდება პოლიციაში იპოვა
კომისარი რიჩი: მიტოვებულმა სპანიელმა თავისი მოწოდება პოლიციაში იპოვა
არავინ იცის, ვის სად წაიყვანს ცხოვრება. სპანიელი რიჩი უკვე ორი წლის იყო, როდესაც პატრონებმა მასთან განშორება გადაწყვიტეს. მიზეზი უბრალოა - ზრდასრულ ძაღლთან რეგულარული მუშაობა იყო საჭირო, სამსახურის პირობებში კი მათ ამას ვერ გაართვეს თავი. მთელი დღეები სახლში მარტო ჯდომა მოძრავი და მოუსვენარი ძაღლისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნებოდა.

მაგრამ პატრონებმა პატარას ჩაბარება თავშესაფარში, ან კიდევ უარესი - მისი დაძინება ვერ შეძლეს. საბედნიეროდ, საკითხი უცებ მოგვარდა - ძაღლი კინოლოგებმა აიყვანეს.

"შევამოწმეთ მისი უნარები - როგორ ეძებს, როგორი ყნოსვა აქვს და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი სამსახურისთვის ის
გამოდგებოდა," - მოგვითხრობს რუსეთის შშს-ს ნიჟნინოვგოროდის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების კინოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, ინსპექტორ-კინოლოგი ალექსანდრე ბალაბდინი.
სწორედ მას მიაბარეს რიჩი.

Zooclub

ძაღლისთვის სწავლების პერიოდი დაიწყო. კინოლოგები მისდევენ წესს: “სწავლა სიკვდილამდე”, მაგრამ ამ ყველაფერს საფუძველი მაინც წვრთნის პირველ ორ წელიწადში ეყრება.

რიჩი ინტენსიურ წვრთნას გადიოდა. ასევე, პირნათლად მსახურობდა პოლიციაში. დღე დღეს მისდევდა და აი, ძაღლს უკვე 9 წელი შეუსრულდა - სერიოზული ასაკია. უმეტეს შემთხვევაში ძაღლებს, რომლებსაც 8 წელი უსრულდებათ პენსიაზე უშვებენ და ისინი ძირითადად მათ მწვრთნელებს სახლში მიყავთ. რიჩის ჯერ კიდევ კარგი ყნოსვა აქვს და ყველა ტესტს ფრიადზე აბარებს. ასეთი ძვირფასი მუშაკის გაშვება არავის უნდა. ძაღლი კი გახარებულია, რადგან ეს მისთვის არა მხოლოდ სამსახურია, არამედ ყველაზე საყვარელი თამაში.

რიჩიმ იცის, რომ რაც უფრო მალე იპოვის ნარკოტიკულ ნივთერებას, მით მალე მიიღებს ამისთვის სასუსნავს.

სხვათაშორის, სამსახურის ძაღლს რომ თამაში უყვარდეს, აუცილებელიც კია. ძაღლი, რომელსაც თამაში უყვარს უკეთ ექვემდებარება წვრთნას და ადვილად პოულობს საერთო ენას თავის კინოლოგთან.

Zooclub

სპეციალიზაცია ხასიათიდან გამომდინარეობს - ყველაზე ტემპერამენტიან ძაღლებს ნარკოტიკების ძებნისთვის წვრთნიან. აი, ფეთქებადი ნივთიერების ძებნას კი ბევრად მშვიდი და მელანქოლიური ძაღლი შეეფერება, რადგან ერთმა მოუხერხებელმა მოძრაობამ შეიძლება აფეთქება გამოიწვიოს.

რიჩი იმდენად მოძრავია, რომ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან მისი მიახლოებაც კი დაუშვებელია. სამაგიეროდ, ის ძალიან შორი მანძილიდან გრძნობს ნარკოტიკს - ჰეროინს, კოკაინს, ამფეტამინს, სინთეტიკურ ნარკოტიკს - მის ცხვირს არაფერი გამოეპარება.

რიჩის წყალობით ბევრი ნარკომოვაჭრე იქნა დაკავებული. საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, თუ რამდენ სიცოცხლეს დაღუპავდა ეს საწამლავი.

წვრთნისას კინოლოგები ნარკოტიკების სურნელის იმიტატორს იყენებენ. ისინი სრულიად უვნებელია - ნამდვილ ნარკოტიკზე ძაღლებს არავინ “დასვამს". კინოლოგები ძაღლებს არა მხოლოდ “სპეცსაშუალებად” თვლიაზან, როგორც ისინი ოფიციალურად ირიცხებიან პოლიციის დოკუმენტებში, არამედ ძაღლები ნამდვილი მეგობრებიც არიან.

Zooclub

"ეს არ არის მხოლოდ ძიების ინსტრუმენტი. ეს მეგობარია! ცოცხალი ადამიანი... ნუ... ანუ ძაღლი... - ალექსანდრეს უჭირს თავისი ოთხფეხა მეგობრის უბრალოდ "ცხოველად" მოხსენიება, - შვებულებაში რომ მიდიხარ მაშინაც კი იმაზე ვფიქრობ, როგორ არის რიჩი იქ, მარტო, უჩემოდ. აი გეფიცებით, სჯობს, რომ თან წავიყვანო!"

რა თქმა უნდა, რიჩის ტკბილი სიბერე გარანტირებულია. მას ხომ უკვე ჰყავს ალექსანდრე, საუკეთესო მეგობარი, პატრონი, რომელიც პენსიაზე გასვლის შემდეგ ძაღლს თავის სახლში წაიყვანს!

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?