10 ნიშანი, რომ თქვენ "ძაღლებზე გადარეული" ადამიანი ხართ
10 ნიშანი, რომ თქვენ "ძაღლებზე გადარეული" ადამიანი ხართ
ძაღლის მფლობელების ყოველდღიური ცხოვრება ნამდვილად განსხვავდება იმ ადამიანების ცხოვრებისაგან, რომლებსაც შინ ცხოველი არ ჰყავთ. გაგიკვირდებათ, თუმცა, უმეტესი მათგანი თავის შინაურ ბინადარს შვილადაც აღიქვამს, რომელსაც სჭირდება ყოველდღიური ჰიგიენა, მაღალი ხარისხის საკვები და მრავალფეროვანი სათამაშოები.

მხატვრებმა რალფ ლაზარიმ და ლიზა სვერლინგმა შექმნეს ილუსტრაციები, რომელთა ნახვის შემდეგაც ამოიცნობთ "ძაღლების სიყვარულით გადარეულ" ადამიანს. ნახატები იმდენად კარგად გამოხატავს სინამდვილეს, რომ შესაძლოა, საკუთარი თავიც ამოიცნოთ.

Skype-ით ესაუბრებით თქვენს ძაღლს, როცა სხვა ქალაქში ხართ.

Zooclub

თქვენს ტელეფონში ძაღლების ფოტოები იმაზე მეტია, ვიდრე ადამიანების.

Zooclub

ხშირად საუბრობთ თქვენს ძაღლთან ისე, როგორც
ზრდასრულ ადამიანთან.

Zooclub

თქვენი ძაღლის ნივთების შესაძენად უფრო მეტ თანხას ხარჯავთ, ვიდრე
საკუთარი თავისთვის.

Zooclub

არაერთხელ გადაგიდიათ საკუთარი გეგმები, თქვენი ძაღლის გამო.

Zooclub

თქვენს ძაღლს სახლში ყველაზე კომფორტული ადგილი აქვს.

Zooclub

სახლის კედლებზე არაერთი ფოტოა, რომელიც გადაღებული გაქვთ თქვენს ძაღლთან ერთად.

Zooclub

ძაღლები თქვენს საწოლში უფრო მეტ ადგილს იკავებენ, ვიდრე თქვენ, თუმცა, ეს დისკომფორტი არ გაწუხებთ.

Zooclub

თქვენს სახლში არაერთი ძაღლი ბინადრობს.

Zooclub

ქუჩაში სიარულისას, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მიეფეროთ ყველა ძაღლს, რომელიც გზად შეგხვდებათ.

Zooclub

თუ ყველა კრიტერიუმს ან ნახევარზე მეტს აკმაყოფილებთ, თქვენ "ძაღლებზე გადარეული" ადამიანი ბრძანდებით.

ასევე იხილეთ:

5 ნიშანი, რომ კატა სიცოცხლეს გიხანგრძლივებთ

5 ნიშანი, რომ თქვენს ძაღლს ძალიან უყვარხართ

რატომ ირჩევს ძაღლი ოჯახში მხოლოდ ერთ მეურვეს?
მარინა
ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ!
lika
ვიქნებოდი ძაღლი რომ მყოლოდა :(
თაკო
დიახაც, მე ძაღლებზე გადარეული ადამიანი ვარ!!! :)
ნია
ნამდვილად გადარეული ვარ ♥
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?