ვიღაცისთვის მაწანწალა ძაღლია, ხოლო ვიღაც სიკვდილისგან იხსნა
ვიღაცისთვის მაწანწალა ძაღლია, ხოლო ვიღაც სიკვდილისგან იხსნა
სასწრაფო დახმარებამ მოუსწრო, ხოლო მაწანწალა ძაღლმა პატრონი შეიძინა - იჟევსკში უპატრონო ძაღლმა ადამიანი გადაარჩინა.

როდესაც ქუჩაში მამაკაცი ცუდად გახდა და მიწაზე დავარდა, სიახლოვეს არავინ იმყოფებოდა, მაწანწალა ძაღლის გარდა. არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა ეს ამბავი, რომ არა საკვების საძებნელად ყინვაში მოხეტიალე ჟღალი ცხოველი.

ის უგონოდ მყოფ ადამიანს მიუახლოვდა, როგორც ჩანს, იგრძნო, რომ მას დახმარება სჭირდებოდა, ამიტომ ყეფა დაიწყო. ძაღლი გაუჩერებლად ყეფდა იმ დრომდე, სანამ ადამიანები არ მიუახლოვდნენ ავადმყოფს.

"ის ყეფ
და გაუჩერებლად და გვერდიდან არ შორდებოდა მამაკაცს. როდესაც მივუახლოვდი, დაბნეული დადიოდა უგონოდ
მყოფი ადამიანის გარშემო."- ამბობს ტატიანა, რომელმაც სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

სწორედ მან წაიყვანა გმირი ძაღლი სახლში და ცხოველთა მოყვარული ოჯახი მოუძებნა, სადაც "ჟღალი გადამრჩენელი" ბედნიერი განაგრძობს ცხოვრებას თავისი კეთილი ქცევის წყალობით.

ასევე იხილეთ:

გმირმა ლაბრადორმა გოგონა სიკვდილისგან იხსნა

უპატრონო ძაღლმა გადაარჩინა გოგონა, რომელსაც მანქანამ დაარტყა. მძღოლმა ის ტყეში გადააგდო

ახალწლის ღამეს შპიცმა გაყინვისგან ნასვამი სტუდენტი გადაარჩინა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?