ამის მერე ის წუთითაც არ იქნება მარტო
ამის მერე ის წუთითაც არ იქნება მარტო
მშენებლებისთვის ეს დილა ძალიან სევდიანი გამოდგა. ძლიერად წვიმდა. ძაღლი, რომელსაც ისინი სექტემბრის თვიდან მეზობლად ხედავდნენ, მარტოობით ეწამებოდა.

ის ტალახიან ორმოში, ნესტიან და დაზიანებულ ქოხში ცხოვრობდა. თავისი საშინელი ყოფის მიუხედავად, მშენებლებისკენ ხშირად იყურებოდა და კუდს აქიცინებდა. ის სულ პატარა ყურადღებას ელოდა.

Zooclub

მაგრამ ეს დღე აღარ უნდა დამსგავსებოდა გასულ უიმედო დღეებს.
ჰენდერსონვილის პოლიციის უფროსი ჰერბერტ ბლეიკი ქალაქის საბჭოს სხვა წევრებთან და ცხოველთა დაცვის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად სახლის ახლოს წვიმაში იდგა.

ეს იყო დემოს გზის დასაწყისი თავისუფლებისკენ!

Zooclub

ყველაზე მეტად მშენებელთა ბრიგადას უხაროდა -
ისინი ხომ მრავალი თვის მანძილზე ძაღლის მძიმე მდგომარეობას უყურებდნენ.

ცხოველს საჭმელი, წყალი და სახურავი მხოლოდ
მათი დამსახურებით ჰქონდა.

Zooclub

მუშებმა მას აგურისგან პატარა ჯიხური აუშენეს და წყალგაუმტარი ბრეზენტით გადაუხურეს. მათ ტალახიანი ორმო ამოუვსეს და დემოს საკუთარ საჭმელსაც კი უყოფდნენ.

ქალაქის საბჭოს წევრისთვის, ჯეფ მილერისთვის ძაღლის ისტორია იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ თავიდან არ დაიჯერა, თუ ასეთი რამ ხდებოდა მის ქალაქში.

Zooclub

მათ ძაღლის პატრონი დაიყოლიეს, რომ დემო მათთვის გადაეცა.

ძაღლის პატრონი ამჟამად ციხეში იჯდა, მას კი მოხუცი მამა უვლიდა.

Zooclub

დემომ იმ დღეს თავის ჯიხურში გაიღვიძა. ღამით კი Blue Ridge Humane Society-ის თვშესაფარში დაიძინა.

მას ახალი სახელი შეარქვეს - ნოი.

Zooclub

ნოიმ გულისხმიერი მშენებლების წყალობით,  ახალი სიცოცხლე ახალი ფურცლიდან დაიწყო.
lali
ღმერთმა გისმინოთ
გერა
უყვართ თბილისშიც ცხოველები, აი მაგათი ფეკალიებისაგან ქუჩების დასუფთავებასაც თუ შეიყვარებენ, მაშინ უკვე კაი სიტუაცია იქნება.
ირმა
თბილისშიც რომ ეგრე უყვარდეთ შინაური ცხოველები კარგი იქნებოდა
თაკო
ნეტავ ყველა უპატრონო ცხოველს ასეთი ბედნიერი დასასრული ჰქონდეს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?