6 საინტერესო ფაქტი ჩიხუახუას შესახებ , რომლებიც შესაძლოა, არ იცოდით
6 საინტერესო ფაქტი ჩიხუახუას შესახებ , რომლებიც შესაძლოა, არ იცოდით
ჩიხუახუა ყველაზე პატარა სახეობაა ძაღლის ჯიშებს შორის. ის ძალიან ერთგული ძაღლია. იმ შემთხვევაში, თუ სხვა შინაურ ბინადართან ერთად პატარაობიდანვე არ იზრდება, ზრდასრულ ჩიხუახუას სხვა შინაურ ბინადრებთან შეგუება ძალიან უჭირს. 

ჩიხუახუას შესახებ 6 ფაქტი, რომლებიც შესაძლოა, არ იცოდით:

1. ამ ჯიშის აყვანის შემთხვევაში, კინოლოგები გვირჩევენ ლეკვობიდანვე გავზარდოთ ადამიანებისა და სხვა ცხოველების გარემოცვაში, რადგან ზრდასთან ერთად მისი აგრესია და ემოციური მდგომარეობა იმატებს უცხო ადამიანებისა და ცხოველების მიმართ.

2. თავის გარეგნობასთან შეფარდებით, ჩიხუახუას ყველა ჯიშის ძაღლზე დიდი ტვინი აქვს. ლეკვობისას მისი თავის მიდამოებს გაუფრთხილდით,
რადგან მას შუბლზე ყიფლიბანდის მსგავსი გაუძვალებული, ხრტილოვანი უბანი აქვს (ისევე, როგორც ახალშობილ ბავშვებს). ზოგიერთ ჩიხუახუას
ეს ნიშანი ეზრდება, ხოლო ზოგს ცხოვრების ბოლომდე ერთი ზომის რჩება.

Zooclub

3. ჩიხუახუა შესაძლოა იყოს გრძელბეწვიანი ან მოკლებეწვიანი. ამერიკული ქენელ კლუბის დადგენილებით, სუფთა ჯიშის ჩიხუახუის ვიზუალური შეფერილობის 9 სახეობა არსებობს, ხოლო ლაქების 6 სახეობა. ასე რომ, მყიდველს არც თუ ისე პატარა არჩევანი აქვს მისი შეძენის დროს.

4. ჩიხუახუა ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიშის ძაღლია. აშშ-ს კენელ კლუბის პოპულარული ძაღლების სიაში 178-დან 24-ე ადგილს იკავებს.

Zooclub

5. სახელი "ჩიხუახუა" დაერქვა მექსიკური შტატის საპატივცემულოდ. დაუზუსტებელი ცნობების მიხედვით, ჩიხუახუა ქრისტოფერ კოლუმბმა შემოიყვანა ევროპაში.

6. ჩიხუახუა ძალიან მცივანა ძაღლია, ამიტომ ზამთრის პერიოდში, სეირნობისას აუცილებელია მისთვის ძაღლისთვის განკუთვნილი ტანისამოსის ტარება. ამ ჯიშის ძაღლისთვის სასარგებლოა თოვლში თამაში და სეირნობა, თუმცა, ცივ ამინდში დიდი ხნით მისი ქუჩაში გაჩერება არ არის რეკომენდირებული.

ასევე იხილეთ:

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ძაღლებზე

როგორ განვასხვავოთ ჰასკისა და მალამუტის ლეკვი ერთი შეხედვით?

7 ფაქტი ლაბრადორ რეტრივერზე , რომლებიც შესაძლოა არ იცოდით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?