მეგობარ კატასთან განშორების შემდეგ ძაღლს დეპრესია დაეწყო
მეგობარ კატასთან განშორების შემდეგ ძაღლს დეპრესია დაეწყო
ნამდვილი ცხოველების დრამა მოეწყო პოლონეთის ქალაქ სვინოსუში. ადგილობრივი 16 წლის ძაღლი, სახელად ბოლეკი, რომელიც საბორნე პროტში ბინადრობს, ავად გახდა. როგორც მისი მომვლელები ამბობენ, ერთი კვირის განმავლობაში ის საშინლად მელანქოლიურია, რადგან თავისი მეგობარი კატა ენატრება.

"ბოლო თვეების განმავლობაში ბოლეკს კომპანიონობას უწევდა კატა. ცხოველებს ერთად ეძინათ ძაღლის სადგომში, ერთად თამშობდნენ, საკვებსაც ერთად მიირთმევდნენ, მაგრამ ერთი კვირაა კატა უკვალოდ დაიკარგა. მისი გაუჩინარების დღიდან ძაღლის მდგომარეობაც გაუარესდა. არავინ იცის, სად არის ბოლეკის მეგობარი. პორტის თანამშომლებს ეჭვი აქვთ, რომ კატა მაკედ იყო და საიმედო თავშესაფარი
იპოვა, რათა კნუტები გაეჩინა. იმედია, მალე დაბრუნდება."- ამბობს ბოლეკის პატრონი.

თუმცა, ძაღლი ძალიან განიცდის მეგობრის
გაუჩინარებას. ის ვეტერინართან წაიყვანეს, რომელმაც კუნთების ტკივილი დაუდგინა. ბოლეკს დაენიშნა წამლები და ვიტამინები, თუმცა, კვლავ დეპრესიაშია. იმედი მხოლოდ ერთია - საყვარელი მეგობრის დაბრუნება.

ასევე იხილეთ:

გორილას, რომელსაც ადამიანების ენა ესმის, უთხრეს, რომ მისი მეგობარი დაიღუპა

კატამ საკუთარი კნუტები ერთგულ მეგობარ ძაღლს გააცნო

დათვმა თავის გალიაში კატა შეამჩნია, რაც მან გააკეთა, წარმოუდგენელია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?