ძაღლი მანქანიდან გადმოაგდეს და მიატოვეს, ის მთელი ძალით მისდევდა მათ...
ძაღლი მანქანიდან გადმოაგდეს და მიატოვეს, ის მთელი ძალით მისდევდა მათ...
საგზაო ვიდეო კამერამ დააფიქსირა, როგორ გაჩერდა მანქანა გზაზე, გადმოაგდეს იქიდან ძაღლი და დატოვეს ტერიტორია. ინციდენტი მოხდა აშშ-ში, კანზასის შტატში.

საცოდავმა ძაღლმა დიდ ხანს სდია მანქანას, თუმცა, ამაოდ. ცხოველი პოლიციის თანამშრომელმა სათვალთვალო ვიდეო კამერაზე შენიშნა ინციდენტიდან 8 დღის შემდეგ. მიტოვებული ძაღლი იმავე ადგილზე ელოდებოდა უგულო პატრონს.

Zooclub

სამართალდამცველი მაშინვე დაუკავშირდა ცხოველთა დახმარების ცენტრს. ისინი დაუყოვნებლივ წავიდნენ ძაღლის მოსაძებნად. საბედნიეროდ, ცხოველი არსად წასულა, ის იჯდა იმავე ადგილზე და ისევ ელოდებოდა პატრონს, რომელმაც უმოწყალოდ მიატოვა. ცხოველი შეციებული და მშიერი იყო.

Zooclub

ძაღლს მოჟავი დაარქვეს. ის გადაიყვანეს
ცხოველთა თავშესაფარში, თუმცა, იქ დიდი დრო არ გაუტარებია. მოჟავის მიყვანიდან 30 წუთში ახალმა პატრონებმა მოაკითხეს.

Zooclub

საბედნიეროდ, მას გვერდით ეყოლება მზრუნველი ადამიანები, რომლებიც არასოდეს მიატოვებენ.

ასევე იხილეთ:

მანქანა გაჩერდა და სამი პატარა ძაღლი ქუჩაში გადმოაგდეს

ლეკვი, რომელიც მეოთხე სართულიდან გადმოაგდეს საოცრებამ გადაარჩინა

მამაკაცმა თავისი სახლის კართან წერილი იპოვა
dali
სუპერ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?