ახალწლის ღამეს შპიცმა გაყინვისგან ნასვამი სტუდენტი გადაარჩინა
ახალწლის ღამეს შპიცმა გაყინვისგან ნასვამი სტუდენტი გადაარჩინა
"არ შეგიძლია დალევა, არ დალიო". ეს იყო ადგილზე მისული ექიმების პირველი სიტყვები.

ახალი წელი, ოლივიე, როგორც წესი ბევრი სასმელი, საკმაოდ ნაცნობი სიტუაცია, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ალკოჰოლური თრობა ტრაგედიის მიზეზი ხდება.

დაახლოებით დილის 4 საათზე ვოლგოგრადის სამი მცხოვრები ხმაურიანი საახალწლო ქეიფის მერე შიპიც გასასეირნებლად ჩავიდა ეზოში. ძაღლი, სახელად ტიანა სიხარულით დახტოდა ქუჩაში, სანამ მისი პატრონები საუბრობდნენ.

უეცრად ტიანა აყეფდა და ყველას ყურადღება მიიქცია. ახლოს მისულებმა ორი ღობის შუაში ახალგაზრდა კაცი დაინახეს, რომელიც თოვლზე იწვა და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ქუჩაში მინუს 13
გრადუსი იყო. ახალგაზრდა უბრალოდ გაიყინა, რადგან ძალიან მსუბუქად ეცვა.

Zooclub

ბოლგოგრადელებმა სასწრაფოს და სამართალდამცავებს გამოუძახეს, მათ
მოსვლამდე კი ახალგაზრდა კაცი სადარბაზოში შეიყვანეს.

ჩვენ ვეცადეთ მისი გამოფხიზლება, მაგრამ უშედეგოდ. სრულიად შესაძლებელია, რომ ის ნარკოტიკული ზეგავლენის ქვეშ იყო, - უთხრა კორესპონდენტს დანილმა.

ადგილზე მისულმა მედიკოსებმა სტუდენტი გონს მოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?