გადარჩენილ ძაღლს ოცნება შობა დღეს აუსრულდა
გადარჩენილ ძაღლს ოცნება შობა დღეს აუსრულდა
ეს ძაღლი გზის პირას, საშინელ მდგომარეობაში იპოვეს. არავის ეგონა, რომ გადარჩებოდა. ახლა კი მისმა ისტორიამ ისეთი ბედნიერი დასასრული ჰპოვა, რაზეც მას ფიქრიც კი არ შეეძლო.

რობინსონს 2 წლის თეთრ მეტისს ორივე ფეხი მოტეხილი ჰქონდა. ის იმდენად გამხდარი იყო, რომ ჩონჩხს მოგაგონებდათ. როგორც ჩანს, ის მანქანამ გაიტანა, ან ვინმემ ბლაგვი საგნით სცემა. ის საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

Zooclub

რობინსონი ადგილობრივ თავშესაფარში გააფორმეს (ფლორიდა, ლევი), სადაც ის უნდა დაეძინებინათ მისი დიდი ჭრილობების გამო. საბრალო ძაღლს არ შეეძლო ჯდომა და მაინც ყველას კუდს უქიცინებდა. თავშესაფრის თანამშრომლები
მიხვდნენ, რომ ეს ძაღლი განსაკუთრებული იყო და აუცილებლად უნდა გადაერჩინათ.

ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებით, რობინსონმა
სიცოცხლის მეორე შანსი მიიღო. მან გადაიტანა ოპერაცია თათებზე და ნელ-ნელა დაიწყო გამოჯანმრთლება (როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად).

Zooclub

"მას ძალიან უნდა სასეირნოდ გასვლა, მაგრამ ხმაური აფრთხობს, - ამბობს ინგა მარტინესი, მოხალისე. "მე მასთან ვმუშაობ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე ნორმაში ჩადგება".

რობინსონი ძალიან ახლობელი გახდა მარტინესისთვის და იგი მის ძაღლს, სამფეხა პიტბულ მილას დაუმეგობრდა. მილა ასევე რამოდენიმე წლის წინ გადაარჩინეს.

Zooclub

"მას ყველაფრის ეშინოდა, მაგრამ მილა მას ძალიან დაეხმარა და ასწავლა, რომ არაფრის შეშინებოდა", - ამბობს მარტინესი.

3 თვის შემდეგ რობინსონი სრულიად ჯანმრთელია და საუკეთესო მეგობრებთან, მილასთან და მარტინესთან ერთად მზად არის საკუთარ სახლში წავიდეს.

Zooclub

რობინსონი თავის ახალ სახლში სწორედ შობა დღეს შევიდა!

ის არასოდეს ნებდებოდა და ახლა იმედის და დიდი სიყვარულის წყალობით, რობინსონს ყველაზე დიდი საშობაო ოცნება აუხდა - ჰქონოდა სახლი და აღარასოდეს არაფრის შეშინებოდა.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?