მაილი საირუსს ცხოველთა მოყვარულები საკუთარი ძაღლის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
მაილი საირუსს ცხოველთა მოყვარულები საკუთარი ძაღლის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
სკანდალურმა მომღერალმა მაილი საირუსმა სოციალურ ქსელში გაავრცელა საკუთარი ძაღლის ფოტო ბრჭყალებზე ფერადი ლაქითა და თავზე ფერადი საღებავით.

მსახიობის ქმედებები ხშირად განსჯის საგანი ხდება. ძაღლის მიმართ ამგვარმა საქციელმა ცხოველთა მოყვარულებისა და მისი თაყვანისმცემლების შეშფოთება გამოიწვია.
ფოტოზე კარგად ჩანს თავზე ზოლებითა და ბრჭყალებზე ფერადი ლაქებით გაფორმებული პიტბული, სახელად მილქი.

სურათებმა უამრავი ნეგატიური კომენტარი დაიმსახურა. მსახიობს ახსენებდნენ, რომ ადამიანისთვის განკუთვნილი ლაქი, შესაძლოა, საშიში იყოს ცხოველის ჯანმრთელობისთვის, თუმცა, მომღერალი თვლის, რომ მას საკუთარი ძაღლი იმდენად უყვარს, არასოდეს უფიქრია მის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს.

ასევე იხილეთ:

რიანამ ლეკვი ქუჩიდან აიყვანა


ლედი გაგა ძაღლებისთვის ტანსაცმლისა და კვების ხაზს ქმნის
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?