საშინელი გზის გავლის შემდეგ ეს პიტბული შობას საკუთარ სახლში შეხვდება..
საშინელი გზის გავლის შემდეგ ეს პიტბული შობას საკუთარ სახლში შეხვდება..
5 წლის როუზი საოცარი ძაღლია. მისი ისტორია სევდიანია, მაგრამ საბედნიეროდ, დასასრული სიხარულითაა სავსე.

როუზი სან-ანტონიოში გასული წლის ივლისში იპოვეს დრუნჩზე და კისერზე სერიოზული ქიმიური დამწვრობებით. მარილმჟავამ არა მარტო ბეწვი და კანი დაუწვა ძაღლს, არამედ გაუნადგურა ერთი ყური, დაუმახინჯა მეორე და სრულიად დააბრმავა. ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში აღნიშნეს, რომ მათ არასოდეს უნახავთ, რომ ვინმე ასე სასტიკად მოქცეოდეს ცხოველს. ადამიანი, რომელმაც როუზი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო დაკავევულია და ელოდება სასამართლოს.

Zooclub

ACS-ის მომსახურების დირექტორის, ოდრი ჰაუტონის თქმით, როუზი უბრალოდ უსაყვარლესი ძაღლია აგრესიის ნასახის გარეშე.

როუზის
საუკეთესო მკურნალობა ანონიმურმა სპონსორმა დააფინანსა. ექიმები მუშაობდნენ მასთან, რომ დახმარებოდნენ მხედველობის დაბრუნებაში და ემკურნალათ დარჩენილი ყური.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ როუზის ბევრი ტრავმა განუკურნებელია, ექიმებმა მას მხედველობა შეუნარჩუნეს, ხოლო დრუნჩზე ნელ-ნელა დაიწყო ამოსვლა ბეწვმა. განცხადების შემდეგ როუზის აყვანის სურვილი მრავალმა ოჯახმა გამოთქვა. სულ ცოტა ხნის წინ, სწორედ დღესასწაულებამდე იგი ერთმა ოჯახმა აიყვანა.

Zooclub

ვიმედოვნებთ, რომ ამ უთბილეს ძაღლს ყველაზე მხიარული და ბედნიერი შობა ექნება! ის ამას იმსახურებს!

ნანა1
ძაღლებს კი არა ხალხს მიხედონ ის ჯობია!დედააააააა რაჰუმანურია ამერიკა!ზანგებს პანტაპუნტით ხოცავენ და....ათასი ამისთანა მაგალითი,ერაყი,სირია,ლიბანი,ეგვიპტე .....ვიეტნამი,ინდოჩინეთი.....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?