დასახელდა პირველი ძაღლების სამშობლო
დასახელდა პირველი ძაღლების სამშობლო
შვედმა მეცნიერებმა დაასახელეს რეგიონი, სადაც პირველი ძაღლები გაჩნდნენ. ამისთვის მათ მოუწიათ მსოფლიოს ყველა კუთხიდან 46 ძაღლისა და 12 მგლის გენომის შესწავლა.

შვედმა გენეტიკოსი პეტერ სავოლაინენი 15 წლის განმავლობაში ეძებდა პირველი ძაღლების სამშობლოს. ის მოშინაურებული ძაღლებისა და გარეული ცხოველების გენს შეისწავლიდა. პირველი კვლევის დროს გამოიკვლიეს 654 ძაღლი მსოფლიოს ყველა კუთხიდან. 2002 წელს მათ მუშაობის შედეგები გამოაქვეყნეს. "აღმოჩდა, რომ ცხოველებს სამხრეთ ჩინეთიდან, ჩრდილოეთ ტაილანდიდან, ვიეტნამიდან და ლაოსიდან მაქსიმალურად მრავალფეროვანი გენები ჰქონდათ, სწორედ ეს მიუთითებს, რომ პირველი ძაღლების სამშობლო არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია," - აღნიშნა
სავოლაინენმა.

მისი თქმით, ცხოველების სხვა ტერიტორიაზე განსახლებისას გენების მრავალფეროვანი ნაკრები მწირი ხდება.

სამუშაოს შედეგების განსამტკიცებლად,
გენეტიკოსების ჯგუფმა მთლიანი გენომური ანალიზი ჩაუტარეს 46 ძაღლსა და 12 მგელს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. სიზუსტისთვის არჩეულები იყვნენ ის ჯიშები, რომლებიც ისტორიულად დაკავშირებულები არიან გარკვეულ რეგიონებთან: არაბული მწევარი, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაშია გამოყვანილი, ავღანური მწევარი, რომელიც ცენტრალურ აზიაში გაჩნდა. ალიასკური მალამუტი და ციმბირული ჰასკი, რომლებიც ცივ არქტიკაში ცხოვრობენ. ასევე ჩიხუახუა, რომლის სამშობლოდ ცენტრალური ამერიკა ითვლება.

მიღებულმა მონაცემებმა წინა შედეგები დაადასტურეს, ანუ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. გარდა ამისა, გენეტიკოსებმა შეძლეს გარკვევა, რომ ძაღლები დამოუკიდებელ სახეობად 33 000 წლის წინ ჩამოყალიბდნენ. მგლების მოშინაურებული მემკვიდრეები 15 000 წლის წინ ევრაზიაში დასახლდნენ, ხოლო 10 000 წლის წინ - ევროპაში.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?