როცა იმედი თითქმის აღარ იყო, გოგონამ თოვლის ბაბუას წერილი მისწერა... 5 დღის შემდეგ წარმოუდგენელი რამ მოხდა!
როცა იმედი თითქმის აღარ იყო, გოგონამ თოვლის ბაბუას წერილი მისწერა... 5 დღის შემდეგ წარმოუდგენელი რამ მოხდა!
ეს ისტორია დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ კერის ოჯახს შეემთხვა. დეკემბრის დასაწყისში უქმე დღეებზე დედა, მამა, გოგონა და მათი საყვარელი ძაღლი დოლი სასეირნოდ გაემგზავრნენ. კარგი სეირნობისა და სუპერმარკეტებში სიარულის შემდეგ, მათ სახლში დაბრუნება გადაწყვიტეს. 

Zooclub

გზაზე ოჯახი ნაყინის საყიდლად პროდუქტების მაღაზიაში შევიდა. იმის გამო, რომ ცხოველების შეყვანა აკრძალული იყო, დოლი მათ შესასვლელთან დააბეს. მაღაზიიდან გამოსულებს ძაღლი იქ აღარ დახვდათ.

Zooclub

ოჯახი ძალიან შეაშფოთა დოლის დაკარგვამ, ძაღლი ხომ დაბადებიდან ბრმა იყო და მას სპეციალური მოვლა სჭირდებოდა. ამასთან, უსინათლო ცხოველს შეიძლება მანქანა დასჯახებოდა.

Zooclub

ვერავინ მიხვდა, როგორ უნდა
დაკარგულიყო დაბმული დოლი. შეიძლება ვიღაც ასე "გაეხუმრა" მათ? ან უბრალოდ მოიპარა ჯილდოს მიღების იმედით?


Zooclub

ნებისმიერ
შემთხვევაში დედ-მამამ მაშინვე ძაღლის ძებნა დაიწყეს. თავიდან მათ ახლო ტერიტორია მოიარეს, გამოკითხეს ადამიანები, გააკრეს განცხადება დოლის ფოტოთი.

Zooclub

დღე დღეს მისდევდა, მაგრამ ძაღლზე არანაირი ინფორმაცია არ იყო. მაშინ გოგონა აილეს ერთი იდეა მოუვიდა. მან წერილი მისწერა სანტა-კლაუსს, სადაც სთხოვდა ეპოვა მისი საყვარელი ძაღლი. ამ წერილში ეწერა:

"ძვირფასო სანტა!

ყველაფერი, რაც მინდა შობაზე ისაა, რომ ჩემი ძაღლი დაბრუნდეს სახლში. შეგიძლია არ მომიტანო საჩუქრები, უბრალოდ გააკეთე ისე, რომ დოლი სახლში დაბრუნდეს. ის ძალიან მიყვარს და ძალიან მენატრება.

სიყვარულით, აილა კერი."

Zooclub

აილას დედა, ვანესა შეძრული იყო ამ გულწრფელი წერილით. მან გადაწყვიტა თავისი ემოციები მეგობრებისთვის გაეზიარებინა და ის თავისი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. მისდა გასაკვირად, წერილი ელვისებურად გავრცელდა ქსელში. გალიფაქსის თითქმის ყოველმა მცხოვრებმა გაიგო დაკარგული ძაღლის შესახებ და მისი ძებნა დაიწყეს.

Zooclub

5 დღის შემდეგ ერთ-ერთმა მცხოვრებმა დოლი მიტოვებულ პარკში შეამჩნია. მას წაკითხული ჰქონდა აილას წერილი ფეისბუქზე, ამიტომ მაშინვე იცნო. დოლი უმალ დააბრუნეს სახლში. პატარა აილას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ძაღლის დაბრუნება ხომ მისთვის ნამდვილი საოცრება იყო, რომელიც სანტამ აუსრულა!

Zooclub
ეს ისტორია გვაჩვენებს, რომ ცხოვრებაში ყოველთვის იქნება ბევრი საოცრება და სურვილების ახდენა, თუ გარშემო გულისხმიერი და მზრუნველი ადამიანები გვახვევია!
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?