იგი ვერ ხედავს და არ ესმის. მაგრამ მან საკუთარი სახლი იპოვა!
იგი ვერ ხედავს და არ ესმის. მაგრამ მან საკუთარი სახლი იპოვა!
პენელოპამ გვირაბის ბოლოს სინათლე დაინახა. თუნდაც პირდაპირი მნიშვნელობით.

მან გაძლო თავშესაფარში, სადაც ცხოველების უმეტესობა იღუპება ისე, რომ პატრონს ვერ პოულობს. მან შეძლო ეს და ბოლომდე გაუძლო, სანამ Miami-Dade Animal Services-ის თავშესაფრიდან ის ახალმა პატრონმა არ წაიყვანა.

კანადურმა ჯგუფმა მაიამის თავშესაფარში ცხოველების დიდ რაოდენობაზე შეიტყო და მათ გადასარჩენად იქ თავისი დელეგაცია გაგზავნა.

"Dog Tales Rescue"-მა და "Sanctuary"-მ ონტარიოში ათობით ძაღლი ჩაიყვანეს.

მათ შორის იყო ასაკოვანი მეტისი ძაღლი, სახელად პენელოპა, რომელიც ვერც ხედავდა და არც ესმოდა. ასეთ ძაღლს მაიამის თავშესაფრიდან თავის დაღწევის,
ფაქტობრივად, არანაირი შანსი არ ჰქონდა.

Zooclub

მაგრამ კანადაში მან სწორედ ის სინათლე დაინახა.

ასობით ათასმა ადამიანმა
გაიგო მისი ისტორია. ორგანიზაციამ გადაარჩია პენელოპას აყვანის მსურველთა წინადადებები და საბოლოოდ, ერთ-ერთი მსურველის ნომერი აკრიფა. ეს იყო ჯეფი.

Zooclub

Dog Tales-ში აღნიშნავენ, რომ მას და ჯეფს ძლიერი კავშირი აქვთ ერთმანეთთან.

Zooclub

იმპროვიზირებული მოწყობილობა პენელოპას თავს გარეშეთაგან იცავს.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?