11 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა აიყვანოთ თავშესაფრიდან ზრდასრული ძაღლი და არა ლეკვი
11 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა აიყვანოთ თავშესაფრიდან ზრდასრული ძაღლი და არა ლეკვი
როდესაც სურთ თავშესაფრიდან ძაღლის აყვანა ძირითადად ეძებენ ლეკვს. ადამიანების უმეტესობას არ აქვს გათვითცნობიერებული, თუ რამხელა უპირატესობა ექნებათ, თუკი უკვე ასაკოვან ძაღლს აიყვანენ. დიდ ძაღლებს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლიათ ადამიანისთვის და ბევრ შემთხვევაში ისინი ბევრად უკეთესები არიან თავის ახალგაზრდა თანამოძმეებთან შედარებით.


1 - თქვენ გადაარჩენთ სიცოცხლეს.

როდესაც ადამიანებს თავშესაფრიდან ცხოველების აყვანა უნდათ, ისინი ხშირად არც კი იყურებიან დიდი ძაღლებისკენ, მათ კი ლეკვებთან შედარებით ბევრად უჭირთ ოჯახის პოვნა. სამწუხაროდ, მათ მუდმივად უწევთ ბრძოლა არამდგრად გარემოსთან. თავშესაფარში ბევრად მძიმეა ცხოვრება. ყველაფერი ეს ერთად იმის
დასტურია, რომ ასეთი ძაღლი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უსაზღვროდ მადლიერი იქნება იმ ადგილისთვის, რომელსაც თქვენ
მას აჩუქებთ და რომელსაც ის სახლს დაუძახებს.


2 - თქვენ იღებთ იმას, რასაც ხედავთ.

ახალგაზრდა ძაღლებისგან განსხვავებით, დიდები უკვე გაიზარდნენ თავის ზუსტ ზომამდე და ისინი აღარ შეიცვლებიან. დიდი ძაღლის ხასიათი უკვე ფორმირებულია და მისი განსაზღვრა შეიძლება. ეს ნიშნავს, რომ ძაღლი, რომელსაც სახლში წაიყვანთ, სწორედ ის ძაღლი იქნება, რომელიც თქვენთან მთელი ცხოვრება იცხოვრებს.


3 - თქვენ გამოგიჩნდებათ დრო საკუთარი თავისთვის.


დიდი ძაღლები ბევრად დამოუკიდებლები არიან, ვიდრე ლეკვები და ნაკლებ დროსა და კონტროლს მოითხოვენ. თუ თქვენ ხშირად გინდათ მარტო ყოფნა, ან გყავთ ბავშვები, რომლებზე ზრუნვაც დიდ დროს საჭიროებს, დიდი ძაღლი თქვენ მეტ დროს მოგცემთ.


4 - თქვენ შეძლებთ ასაკოვან ძაღლს ასწავლოთ ახალი "ტრიუკები".

ასაკოვანი ძაღლები ბევრად ადვილად სწავლობენ, ვიდრე ლეკვები, რადგან მათ ყურადღების ფოკუსირების მეტი უნარი აქვთ.


5 - მათ ძალიან უყვართ ჩახუტება.

დიდი ასაკის ძაღლები ლეკვებზე ნაზები არიან და ამის გამო, ისინი შესანიშნავები არიან ტელევიზორის ყურებისა და ტახტზე წაძინების დროს.


6 - ისინი უკვე მიჩვეულები არიან.

ძაღლის მიჩვევა სახლში არ არის ადვილი საქმე და დიდ დროს ითხოვს. საჭირო იქნება არეულ-დარეულობის გადატანა, გაგიმართლებთ, თუ ლეკვი საერთოდ არ დაანგრევს თქვენს ბინას. მოზრდილმა ძაღლებმა კი უკვე იციან, სად უნდა გააკეთონ თავისი საქმე. ასე რომ, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ გაწვრთნასთან დაკავშირებული ყველა იმედგაცრუება.


7 - ისინი თქვენი შესანიშნავი მეგობრები გახდებიან.


მოზრდილი ძაღლების უმეტესობა უკვე მზად არის შემოგიერთდეს ყველა თავგადასავალში! ტყეში სირბილიდან დაწყებული, პარკში სეირნობით დამთავრებული. დიდი ასაკის ძაღლი ბედნიერი იქნება თქვენთან ერთად მოიაროს ქვეყანა.


8 - მათ ისევე, როგორც თქვენ უყვართ ძილი.

ლეკვებისგან განსხვავებით, მოზრდილი ძაღლები ადამიანის გრაფიკს ადვილად ეჩვევიან, ასე რომ არ დაგჭირდებათ შუაღამისას გაღვიძება!


9 - ისინი მალე ეგუებიან ახალ სახლს.


დიდმა ძაღლებმა უკვე ნახეს ტავშესაფარი და ძალიან ადვილათ შეუძლიათ ადაპტაცია გაიარონ ახალ ადგილთან და ახალ ადამიანებთან. ეს ყველაფერი მათ ადრე უკვე ნანახი აქვთ.


10 - მათგან ნაკლები არეულ-დარეულობაა.


გარდა იმისა, რომ ზრდასრული ძაღლები მიჩვეულები არიან ტუალეტსა და სახლს, ლეკვებთან შედარებით ნაკლებად ხრავენ თქვენს ნივთებს და არ მიმოისვრიან მათ გარშემო. "კბილების ფაზა" უკვე გავლილი აქვთ და წაძინება ბევრად დიდი ბედნიერებაა, ვიდრე თქვენი ფეხსაცმელების დაგლეჯა.


11 - ისინი არაჩვეულებრივები არიან!


არ აქვს აზრი იმის გამეორებას, რომ მოზრდილი ძაღლები ძალიან საყვარლები არიან და ისინი ისეთივე შესანიშნავები არიან, როგორც ლეკვები! თუ აპირებთ აიყვანოთ ცხოველი, არ დაგავიწყდეთ, რამდენად კარგი მეგობარი შეიძლება აღმოჩნდეს თავშესაფრიდან აყვანილი ზრდასრული ძაღლი. ის თქვენი ოჯახის საუკეთესო ახალი წევრი გახდება, თქვენ კი მის სიცოცხლეს გადაარჩენთ.


თუ თქვენთვის არ არის სულერთი უსაყვარლესი ძაღლების ბედი, რომლებიც უსახლკარო ცხოველების თავშესაფარში ცხოვრობენ, აიყვანეთ დიდი ძაღლები! - თქვენ ყველაზე ერთგულ და მოსიყვარულე ახლობელს შეიძენთ!
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?