ამ ძაღლს არ სურდა ლეკვების გაჩენა, მიზეზი სევდისმომგვრელია (+ვიდეო)
 ამ ძაღლს არ სურდა ლეკვების გაჩენა, მიზეზი სევდისმომგვრელია (+ვიდეო)
ამ სევდიან ამბავს ცხოველთა მოყვარულები ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავენ. ჯავა 2 წლის ბოქსიორის ჯიშის ძაღლია, რომელიც პატრონებმა ქუჩაში უპატრონოდ მიაგდეს. მიზეზი, ბინის გამოცვლა იყო. ჯავა ყოფილი სახლის სიახლოვეს ქუჩაში ცხოვრობდა. 

მეტიც, ის მაკედ იყო. მან არ იცოდა, როგორ მოეპოვებინა ქუჩაში საკვები, თუ კეთილი ადამიანები ცოტა საკვებს არ უწილადებდნენ, ის ძირითადად მშიერი იყო.

შეშინებული ძაღლი არ იყო მზად ლეკვების გასაჩენად. მას ეშინოდა, ამ დაუნდობელ სამყაროში, თუ როგორ უნდა ეცხოვრათ მის პატარებს.

როდესაც ცხოველთა მოყვარულმა ადამიანმა შემთხვევით ჯავა იპოვა, ვეტერინარულ კლინიკაში წაიყვანა.
რედგენის შედეგად გაირკვა, რომ ჯავას ლეკვები უკვე დაბადებული უნდა ყოფილიყვნენ. ექიმები გაკვირვებას ვერ მალავდნენ, თუმცა,
მომდევნო დღეს, ვეტ-კლინიკაში მისულ თანამშრომლებს ძაღლი 9 ლეკვთან ერთად დახვდათ.

საბედნიეროდ, ჯავა დღეს თავს კარგად გრძნობს. მისი ლეკვები გაჩუქდნენ, ხოლო ძაღლი მზრუნველ ოჯახში მოხვდა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

მათ სახლი გაყიდეს და ის ქუჩაში დატოვეს

უსინათლო ძაღლი მშობიარობის შემდეგ მიატოვეს. საბედნიეროდ, დახმარებამ მიუსწრო...

მიტოვებული მოხუცი ძაღლი
ნანა
სისულელის სჯერა ვიღაცასო. ჩემო კარგო მეც ვიცი რომ ფიზიოლოგიას ვერ გადაახტებოდა, სწორედ ფიზიოლოგიამ დაიგვიანა სტრესის გამო და როგორც კი მცირე კომფორტი და პატრონი იგრძნო მანაც არ დააყოვნა.
liza
მე მჯერავს რომ სამუდამოდ ასე მუცელში ვერ შეინახავდა, მაგრამ შიშის ფაქტორი ალბათ მოქმედებს ან რაღაც მოხერხებული ადგილი ვერ იპოვა მყუდრო და მაქსიმუმ შეიძლება რამოდენიმე დღით დაიგვიანეს. ჩემი მეგობრის ძაღლს ისე უნდოდა მამალი ძაღლი რომ ცრუ ფეხმძიმობა ქონდა.
kargiT raaaaaaa
გეყოფათ ასეთი სისულელეების ბეჭდვა,რა თავს იკავებდა სანამ პატრონი არ გამოუჩნდებოდა?ფიზიოლოგიას თავზე გადაახტა?და,რომ არ გამოჩენილიყო რას იზამდა? რამდენი ხანი მოიცდიდა?ყველაზე უცნაური ისაა,რომ აი ამ სისულელის ვიღაცას ჯერა.
ნანა
სიტყვები არ მყოფნის, რამდენი ესმის ამ საყვარელ არსებას პატრონისგან განსხვავებით.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?