პიტბულებმა თავისი სიყვარული ჯადოსნური ქორწილით აღნიშნეს! (+ფოტო)
პიტბულებმა თავისი სიყვარული ჯადოსნური ქორწილით აღნიშნეს! (+ფოტო)
სიყვარული - ყოვლისმომცველი გრძნობა.

ადამიანები არ არიან ერთადერთი არსებები, რომლებსაც სიყვარული შეუძლიათ. ცხოველები, როგორც ცნობილია, ხშირად ადამიანებზე მეტად აფასებენ მეგობრულ ურთიერთობებს და მიჯაჭვულობას, რისი შესანიშნავი დასტურია ძაღლების ეს ჯადოსნური ქორწილი.

ამ ორმა ბედისგან დაჩაგრულმა პიტბულმა სახლი Speranza Animal Rescue-ის დახმარებით იპოვა. ისინი პირველივე წუთიდან განუყრელები გახდნენ!

სულ რამოდენიმე დღის წინ მათი ქორწილიც კი შედგა!

ულამაზესმა აბიმ 800 დღე გაატარა Speranza Animal Rescue-ის თავშესაფარში, პენსილვანიაში.

სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი ძალიან მოუსვენრად იქცეოდა სხვა ძაღლებთან და ადამიანებთან, ამიტომ იგი დიდხანს არავინ აიყვანა. როგორც
წესი, ის “გულჩათხრობილი” ხდებოდა, სანამ ზევსს არ შეხვდა...

ზევსიც სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. იგი იმავე
თავშესაფარში საშინელი იარებით მიიყვანეს. მან თვალი დაკარგა და ადამიანების ეშინოდა. მაგრამ როდესაც ისინი შეხვდნენ, მათ შორის განსაკუთრებული კავშირი დამყარდა.

აბისა და ზევსის სიყვარული ბევრად მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა.

თავშესაფრის მოხალისეებს ესმოდათ, რომ მათი დაშორება არ შეიძლებოდა.

ბედად ახალგაზრდა წყვილმა, ჯარეტმა და დაგმარ მორეტიმ, შეიტყო ამ პიტბულების ისტორია და გადაწყვიტეს ერთად აეყვანათ.
მათი აზრით, ძაღლების ეს ურთიერთობა განსაკუთრებულად უნდა გამყარებულიყო.
შედგა ქორწილი - ბანტით და საქორწინო “კაბით”, რომელსაც უამრავი ძაღლი და მათი პატრონები ესწრებოდნენ.

აბისსა და ზევსს საკუთარი საქორწინო ფიცი ჰქონდათ.
მათ ერთმანეთს მარადიული სიყვარული შეჰფიცეს, რომლის შემდეგ წყვილმა საყელურები გაცვალეს.
მიღებაზე ისინი განსაკუთრებულ ტორტს მიირთმევდნენ და მხიარულ სტუმრებს ათვალიერებდნენ.

ქორწილზე სტუმრებს შეეძლოთ გაცნობოდნენ ამ საოცარი პიტბულების ისტორიას - თუ როგორ გაჩნდნენ ისინი ერთმანეთის ცხოვრებაში და როგორი იმედი აქვთ, რომ ბედნიერად გაატარებენ ცხოვრებას მომავალში.  


ძალიან გვიხარია, რომ აბი და ზევსი ერთმანეთს შეხვდნენ და იმედი გვაქვს, ისინი დიდხანს ბედნიერად იცხოვრებენ თავიანთ ახალ სახლში.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
ნანა
ამ ძაღლების არ ვიცი, ჩემს ძაღლს კი ნამდვილად უყვარს ერთი გოგო და მისი ერთგულია. იმ გოგომ კი ჩემი ძაღლის ხმა რომ გაიგო მესამე სართულიდან გადმოხტა და ორივე წინა თათი მოიტეხა. რას გაუგებ სიყვარულს?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?