ფოტო გადავუღე 200-ზე მეტ ოჯახს, რომლებმაც ძაღლები გადაარჩინეს იმიტომ, რომ მათი საქციელი სხვებისთვის შთაგონების წყაროდ ქცეულიყო (+ფოტო)
ფოტო გადავუღე 200-ზე მეტ ოჯახს, რომლებმაც ძაღლები გადაარჩინეს იმიტომ, რომ მათი საქციელი სხვებისთვის შთაგონების წყაროდ ქცეულიყო (+ფოტო)
2014 წლის სექტემბერში გადავწყვიტე შევხვედროდი ნიუ იორკისა და ტორონტოს მცხოვრებლებს იმისთვის, რომ მათი ძაღლებისთვის სურათები გადამეღო. მოვისმინე ისტორიები იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინეს მათ ცხოვრებაზე გადარჩენილმა ძაღლებმა.

მსურდა, წარმომედგინა სხვადასხვა ძაღლი და გულისხმიერი ადამიანი, რომლებიც ამ ძაღლებთან საკუთარ დამოკიდებულებას ავლენენ. როდესაც ინტერნეტი სავსეა ამდენი უსახლკარო ცხოველის სევდიანი ისტორიით, ვგრძნობ, რომ მნიშვნელოვანია, ვანახოთ ადამიანებს, თუ რა საოცრად კარგად შეიძლება დასრულდეს ნებისმიერი ასეთი ისტორია.

იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
ირლი - ჯიშის დისკრიმინაციის კიდევ ერთი მსხვერპლი. ფოტოს გადაღებიდან 1 კვირაში ის კიბოთი მოკვდა.
ეს შერილი და ლუსია. 1 წლის ასაკში ლუსი 12 კილოს იწონიდა. მისი გადარჩენა საოცრება იყო.
ჯეინი არქტიკაში გაიზარდა. ეხლა ის ქალაქში ბედნიერად ცხოვრობს.
დენისი - ჯიშის დისკრიმინაციის მსხვერპლი! მას ძალიან გაუმართლა, რომ ევანს შეხვდა.
გაიცანით: ბლანში და მომხიბლავი ცალთვალა ტაი.
ადინა - ბებერი ძაღლი, რომელიც 1 საათით ადრე გადაარჩინეს, სანამ დააძინებდნენ.
გაიცანით: დევონი, ჯეიმსი და მატტო! წინა ცხოვრებაში მატო დააბეს, დაასხეს ზეთი და ცეცხლი წაუკიდეს. ის გადარჩა და ეხლა ის ბედნიერად ცხოვრობს.
ამ სამ გერმანულ დოგს თავისი სილამაზის და ზომების მიუხედავად ძლიან რთული ცხოვრება ჰქონდა. ეხლა ისინი ბედნიერები არიან.
გაიცანით ტესი, რუბინი და ლილი.
რუბინმა უმძიმესი ცხოვრება გამოიარა, სანამ სიცოცხლის მეორე შანსი მიიღო.
უსახლკარო ბრინკლი ნიუ-იორკის ქუჩებში დაეხეტებოდა, სანამ მოსიყვარულე ოჯახი არ იპოვა.
საგი ძაღლების ბრძოლაში სატყუარა იყო, ხოლო მირას სასწრაფოდ სჭირდებოდა სახლი. საბედნიეროდ მათ ეშლი და მისი ოჯახი გაიცნეს.
საკარი კვებეკის ერთ-ერთ თავშესაფარში უნდა დაეძინებინათ. კრისტინმა ის გადაარჩინა.
რებეკა, ჯამალი და ტეილორი. ამ ძაღლებს არც წარმოედგინათ რომ ასეთი ბედნიერი ცხოვრება ელოდათ.
გაია 3 თვის ასაკში ჩრდილოეთ კანადის ქუჩებში დადიოდა. სწორედ იქ იპოვა მერლინმა.
ბამბამი თავშესაფარში ცხოვრობდა. სასაცილო სიარულის გამო ის არავის მიყავდა. სწორედ იქ შეხვდა ენდის.
სორინა რუმინეთში ქუჩიდან აიყვანეს. ის სასტიკ პატრონს გამოექცა. ეხლა ცხოვრობს ტორონტოში.
ტარა, ჯოში, ოდინი, ცეპელინი და პიცა.
კეილი ასაკის და ავადმყოფობის (კიბო) გამო მიატოვეს, მაგრამ მან დარჩენილი ცხოვრება მოსიყვარულე ოჯახში გაატარა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?