ქალმა ძაღლი დახრჩობას გადაარჩინა. მან დაზარალებულს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა! (+ვიდეო)
ქალმა ძაღლი დახრჩობას გადაარჩინა. მან დაზარალებულს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა! (+ვიდეო)
მიუხედავად იმისა, რომ ძაღლები კარგად ცურავენ, ისინი შეიძლება დაიხრჩვნენ იმ შემთხვევაში, თუ ნაპირიდან შორს შევლენ წყალში.

ასეთი რამ შეემთხვა ლაბრადორს, სახელად ზენას. ის წყალში გადაგდებულ ბურთს გაეკიდა და ძალიან შორს შეცურა. მის სიახლოვეს აღმოჩნდა ქალბატონი, რომელიც არ დაიბნა, ზენა ნაპირზე გამოიყვანა და პირველი დახმარება ჩაუტარა. სულ მალე მას კიდევ ერთი მოხალისე შეუერთდა, ასევე ადგილობრივი სახანძრო ჯგუფი.

ამგვარად, ხელოვნური სუნთქვის ერთობლივი მანიპულაციების, გულის მასაჟითა და ჟანგბადის ნიღბის დახმარებით, ზენა გონზე მოვიდა და ფეხზე დადგა.
ბედნიერი ძაღლის პატრონმა მაშველებს დიდი მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?