აღარავის ჰქონდა ამ ძაღლის გადარჩენის იმედი, თუმცა, სასწაულებიც ხდება... (+ვიდეო)
აღარავის ჰქონდა ამ ძაღლის გადარჩენის იმედი, თუმცა, სასწაულებიც ხდება... (+ვიდეო)
შიმშილსა და ყინვაში უპატრონოდ მიტოვებულ ცხოველს აღარ ჰქონდა იმედი,  რომ ვინმე იზრუნებდა მის გადარჩენაზე. ის ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი მიტოვებული შენობის კუთხეში იწვა და სიკვდილს ელოდა.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ცხელ ხაზზე ზარი შევიდა. მათ ქალი ლეკვის დახმარებას სთხოვდა. ცხოველთა მოყვარული მოხალისეები დაუყოვნებლივ წავიდნენ საცოდავი ლეკვის დასახმარებლად, სადაც საშინელი ფაქტი დახვდათ.

ლეკვს ნეკნები ეტყობოდა, გამოფიტული და ძალაგამოცლილი იყო. მას მოძრაობის უნარიც არ ჰქონდა. ენჯელი, როგორც მას დაარქვეს, თავშესაფარში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა. ვეტერინარების თქმით, მას მხოლოდ სასწაული თუ უშველიდა.

ენჯელის სანახავად ყოველ დღე მიდიოდნენ ცხოველთა მოყვარული
მოხალისეები, რათა ბოლო დღეები სიყვარულსა და სითბოში გაეტარებინა მას და ასე შეემსუბუქებინათ ტანჯვა, თუმცა, ლეკვი
სიკვდილს არ ნებდებოდა.

Zooclub

ექიმებიც ცდილობდნენ მის გადარჩენას და სასწაულიც მოხდა: რამდენიმე დღის შემდეგ მან მცირე რაოდნობის საკვები მიიღო.

მომვლელები და ვეტ-ექიმები გაოცებულნი იყვნენ მისი ბრძოლისუნარიანობით.

საბედნიეროდ, ენჯელი ფეხზე დადგა. მას ნელ-ნელა დაუბრუნდა ადამიანებისადმი ნდობა და ისწავლა სხვა ძაღლებთან მეგობრობა.

ენჯელს პატრონიც გამოუჩნდა და ის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა. დღეს ლეკვი ძალიან ბედნიერია თავის ახალ პატრონთან, რომელიც ცხოველს მზრუნველობასა და სითბოს უნაწილებს.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

მსუქანი უპატრონო ძაღლის საოცარი გარდაქმნა

ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამოიყურებოდა ეს ძაღლი, სანამ ადამიანები დაეხმარებოდნენ

Facebook-ზე დადებულმა ერთმა სტატუსმა ლეკვის ცხოვრება რამდენიმე საათში შეცვალა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?