ქალმა სამსახური მიატოვა, რათა ძაღლებისთვის ზამთრის ტანისამოსი მოექსოვა (+ფოტო)
ქალმა სამსახური მიატოვა, რათა ძაღლებისთვის ზამთრის ტანისამოსი მოექსოვა (+ფოტო)
52 წლის ჯენ ბრაუნი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, უზომოდ არის შეყვარებული გრეიჰუდის ჯიშის ძაღლებზე. ის ამ ჯიშის მიტოვებული ძაღლებისთვის, 2008 წლიდან მოყოლებული, თბილ სამოსს ქსოვს. მან დამდეგი შობისთვის საჩუქარი გაუკეთა თავშესაფარში მყოფ გრეინჰუდებს და ყველას მოუქსოვა სადღესასწაულო ფუფაიკა (სვიტერი).

ჯენიმ ცხოველების დასახმარებლად სამსახური დატოვა. ის იღებს ძაღლების სამოსის შეკვეთებს, ხოლო აღებულ თანხას ცხოველთა თავშესაფრებს ურიცხავს.

"გრეიჰუდს დაბალი ბეწვი აქვს, ამასთანავე, მისი კანი ძალიან მგრძნობიარეა. ამ ჯიშის ძაღლებს ზამთარში ძალიან სცივათ, ამიტომ გადავწყვიტე, დავხმარებოდი და მათთვის სამოსი შემეკერა. ეს ძაღლები პატრონებმა მიატოვეს,
შობას თავშესაფარში შეხვდებიან, ვეცადე პატარა საჩუქარი გამეკეთებინა მათთვის."- ამბობს ჯენი.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

მამაკაცი ცხოველების
გამო, რადიაციულ საშიშ ზონაში დაბრუნდა


სანაპიროს ბინადარი ცხოველები გაჭირვებამ გააერთიანა

მასწავლებელი, რომელმაც ძაღლები არ დათმო, ცივ ზამთარში მანქანაში ცხოვრობდა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?