დაიკარგა ძაღლი! - რა უნდა გავაკეთოთ?
დაიკარგა ძაღლი! - რა უნდა გავაკეთოთ?
ძაღლი სეირნობის დროს შეიძლება გაიქცეს ქალაქში ან ტყეში; ასევე, შეიძლება შემთხვევით გასხლტეს ბინის, ან მანქანის ღია კარიდან. ძაღლი შეიძლება სიყვარულის საძებნელად გაეშუროს ან რაღაცის შეეშინდეს და გაურკვეველი მიმართულებით გაიქცეს. რა ვქნათ? როგორ მოვძებნოთ ჩვენი ოჯახის ეს ყველაზე საყვარელი არსება?

პირველ რიგში, ამ შემთხვევის შესახებ გარშემო მეზობლებს უნდა შეატყობინოთ. ამისათვის უნდა გააკრათ განცხადება, განსაკუთრებით იმ რაიონში, სადაც თქვენი ბინადარი დაიკარგა და იმ ადგილებშიც, სადაც ხშირად სეირნობდა. განცხადებაში მიუთითეთ ჯიში, აღწერეთ როგორ გამოიყურება, განსაკუთრებული ნიშნები, ძალიან კარგი იქნება, თუ ფოტოს დაურთავთ. ასევე, შეიძლება განცხადებას
დაურთოთ დაპირება მპოვნელის დასაჩუქრების შესახებ.

ძალიან ეფექტურია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. შემთხვევის შესახებ თქვენს მეგობრებსა და
ნაცნობებს ინტერნეტის მეშვეობით შეატყობინეთ. დაწერეთ სოციალურ ქსელებში არსებულ სპეციალურ ჯგუფებში (რომლებიც დაკარგული ცხოველების პოვნას ემსახურება). ასევე, შეიძლება შექმნა მოხალისეთა მთელი გუნდის, რომლებიც თქვენთან ერთად საჭირო რაიონს დაივლიან და ძაღლის მოძებნაში, განცხადებების გაკვრასა და ადგილობრივი მცხოვრებლების გამოკითხვაში დაგეხმარებიან.

მიაკითხეთ ცხოველთა თავშესაფრებს, შეიძლება თქვენი ძაღლი დაიჭირეს, როგორც უსახლკარო და იქ მიიყვანეს. ძაღლის პოვნაში არსებითი დახმარება შეუძლია ჩიპს, ან დამღას. ასე რომ, წინასწარ იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი ძაღლი დანიშნოთ.

ჩიპი - პატარა მოწყობილობა, რომელიც კანქვეშ შეყავთ. მასზე ჩაიწერება ცხოველის შესახებ ბიომეტრიული ინფორმაცია და მისი სხვა მონაცემები (ჯიში, დამღა, პატრონი და ა.შ.). ეს თქვენი ძაღლის ელექტრონული პასპორტია. ბევრ ქვეყანაში არაჩიპირებულ ცხოველს არ უშვებენ. ჩიპირება ასევე აუცილებელია ბევრი კინოლოგიური ორგანიზაციისთვის.

მიკროჩიპი ცხოველს ერთხელ ჩაენერგება და მუშაობს მთელი ცხოვრების მანძილზე. ოპერაცია ვეტერინარულ კლინიკაში კეთდება, რის შემდეგაც მეპატრონეს სპეციალურ ბარათს, ოფიციალურ დოკუმენტს აძლევენ, რომელიც ადასტურებს მის უფლებებს ბინადარზე. ყოველი ჩიპირებული ცხოველი სპეციალურ ელექტრობაზაში შეყავთ, ასე რომ, თუ ასეთი ძაღლი დაიკარგება და მას თავშესაფარში მიიყვანენ, მაშინ იქ უცებ გაარკვევენ სად არის მისი სახლი და პატრონი. არ გეგონოთ, რომ მიკროჩიპი ძვირი სიამოვნებაა - დღესდღეობით ის უკვე სრულიად ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის.

"ძაღლის დანიშვნის" ყველაზე იოლი საშუალება არის ბიკიანი საყელური. მასზე შეიძლება მივუთითოთ, როგორც შინაური ბინადრის სახელი, ასევე საკუთარი ტელეფონი, ან მისამართი. ადამიანს, რომელიც თქვენს ძაღლს იპოვის მაშინვე ეცოდინება, სად მიაკითხოს პატრონს, ან ვის დაურეკოს.

ჩიპირებისა და საყელურის გარდა საქართველოში ცხოველის დასანიშნად მიღებულია ტატუირება და ბირკა, რომელზეც აღნიშნულია რეგისტრაციის ნომერი და კეთდება ყურზე (ეს უკანასკნელი ჩვენს ქვეყანაში ძირითადად უსახლკარო ძაღლების მიმართ გამოიყენება).

Zooclub

რიგ ქვეყნებში არსებობს ასევე დამღა, რომელიც ნებისმიერი ჯიშიანი ძაღლის აუცილებელი განმასხვავებელია. ის მარჯვენა ყურის შიდა მხარეს, ან მარჯვენა ბარძაყზე კეთდება. დამღა რამოდენიმე ასოსგან შედგება, რომელიც საშენის, ან კლუბის აღმნიშვნელია. ასევე შედგება რიცხვებისგან, რომელიც ამ კლუბში ძაღლის რიგით ნომერს აღნიშნავს. დამღის აუცილებლობას განსაკუთრებით ძაღლების გამოფენის მონაწილეები აღიარებენ. ის იცავს პატრონებს სუფთა სისხლის ლეკვების არაჯიშიანი ლეკვებით უკანონოდ შეცვლის მცდელობებისგან. დამღა ასევე ეხმარება პატრონს ძაღლის დაკარგვის შემთხვევაში. კლუბში ან საშენში, საიდანაც აიყვანეს ცხოველი ყოველთვის ინახება ინფორმაცია პატრონის შესახებ.

და, რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ თქვენი ბინადრის გაწვრთნის შესახებ. პირველ რიგში, ძაღლს უნდა ვასწავლოთ ბრძანება "ჩემთან!" და "გაჩერდი!". კარგად აღზრდილი ძაღლი ძალიან იშვიათად გარბის. ასევე, ძაღლმა უნდა იცოდეს სახლის გზა. გასეირნების შემდეგ დაე, მან წაგიყვანოთ სახლისკენ და არა თქვენ.
ეკა მოსეშვილი
დაიკარგა ბრეტონული ეპანიოლი,ხვადი.ძაღლს აქვს ჩიპი,სავარაუდოდ ნატკენი აქვს წინა თათი.ბოლოს ნახეს 17 ოქტომბრის საღამოს ,მოდულის შენობასთან,სადაც გადაღებულია ეს სურათი.ამის შემდეგ კვალი იკარგება.გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და პოვნის შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე 593222000 მპოვნელი დასაჩუქრდება
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?