error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/56a1c1a4cdd41c037b811f3a61fbd1b7.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
10 მიზეზი, თუ რატომ არის გერმანული ნაგაზი გამორჩეული ჯიში
10 მიზეზი, თუ რატომ არის გერმანული ნაგაზი გამორჩეული ჯიში
ყველა ჩვენგანს ჰყავს გამორჩეული ძაღლის ჯიში, თუმცა, ყველა ჩვენგანი თანხმდება, რომ ყოველი ძაღლი თავისებურად საყვარელია.

ამ სტატიაში გვინდა გერმანული ნაგაზის დადებით თვისებებზე ვისაუბროთ. ეს ჯიში საოცარი, ჭკვიანი, ლამაზი და ერთგული ძაღლია.

1. გერმანული ნაგაზი უჭკვიანესი ჯიშია. პროცენტულად პოლიციელი ძაღლების უმეტესობა გერმანული ნაგაზია. ის იოლად სწავლობს ბრძანებებს და ყოველთვის ხვდება, რას მიუთითებს მას მფლობელი.

2. გერმანული ნაგაზი ყოველთვის მზად არის დაიცვას პატრონი, ყველანაირი რისკის ფასად.

3. მათ აქვთ განსაკუთრებული ენერგიის წყარო. სხვა ჯიშებისგან განსხვავებით, ის არ ხარჯავს ენერგიას ფუჭად და ყოველთვის მზად არის მოსალოდნელი
საფრთხეებისთვის.

4. გერმანულ ნაგაზს საოცარი ერთგულება შეუძლია. ის ძალიან მგრძნობიარე ჯიშია.

5. გერმანული ნაგაზი ერთ-ერთი საუკეთესო დამცველია. მათ კარგად იციან,
როგორ დაიცვან პატრონი. არაერთი ფაქტი ყოფილა, როდესაც ამ ჯიშს სიცოცხლის ფასად დაუცვია ოჯახის წევრი და მთელი ოჯახიც კი.

Zooclub

6. გერმანული ნაგაზი საოცრად მომთმენი ჯიშია. მათ შეუძლიათ ერთგული მეგობრობა, თუმცა, უცნობებისთვის მისი ნდობის მოპოვება ძალიან რთულია.

7. სხვა ჯიშებთან შედარებით, გერმანულ ნაგაზს ძლიერი იმუნური სისტემა აქვს. მთავარია, პატრონმა გააკონტროლოს მისი კვების რაციონი, იყოს ყოველთვის დიეტაზე და ის დიდხანს იქნება თქვენი ერთგული დამცველი და მეგობარი.

8. გერმანულ ნაგაზს ძალიან უყვარს ბავშვებთან კონტაქტი. მას შეუძლია მოთმინებით აიტანოს თავისი ოჯახის პატარა წევრის ახირებები.

Zooclub

9. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამ ჯიშის ძაღლის თვისებაა, შეეგუოს ცხოვრების თითქმის ყველანაირ პირობას. მას იოლად შეუძლია ყველა სიტუაციაში ადაპტირება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კომფორტშია გაზრდილი.

10. გერმანული ნაგაზი საოცრად სოციალური ჯიშია. მასთან ერთად ხშირი ვარჯიში (რაც ამ ჯიშისთვის აუცილებელია) გაგხდით აქტიურსა და ჯანმრთელს.

ასევე იხილეთ:

10 საუკეთესო ფილმი ძაღლებზე

ძაღლსა და ადამიანს შორის განსაკუთრებული კავშირი არსებობს

10 ყველაზე ერთგული ძაღლის ჯიში

ნიკა
სახლში მყავს 2 გოგო: აღმოსავლეთევროპული ნაგაზი და ლაბრადორი. ნაგაზი ძალიან გულკეთილი და მორჩილია, მაგრამ ინტელექტით გაცილებით ჩამოუვარდება ლაბრადორს.
მირიანი
ჩამოთვლილი 10 მიზეზიდან 2-3ზე შეიძლება დავიყვანოთ ეს ყველაფერი. მეორდება და თუმცა მართლა უძაანმაგრესად ვაფასებ ამ ჯიშს, ასეთი თვისებები სხვა ჯიშებსაც გააჩნიათ. რაც შეეხება ჭკვიანობას. ლაბრადორი განუმეორებელია!
დათო
2003 წლიდან თვით გერმანიაში გადავიდნენ მასიურად ბელგიურ მეცხვარეზე. ამის მიზეზი იყო გერმანული მეცხვარე ძაღლის(და არა ნაგაზი)ზედმეტი გააგრესიულება.ბელგიური უფრო ადვილად იწვრთნება და ჭკვიანია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?