ტიტანიკზე მყოფი 12 ძაღლის საიდუმლო
ტიტანიკზე მყოფი 12 ძაღლის საიდუმლო
თითქმის ყველა ჩვენგანმა იცის ტიტანიკის გემზე დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, რომელიც ოკეანის სიღრმეში აისბერგის შეჯახების შედეგად ჩაიძირა და ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ იცოდით 12 ძაღლის შესახებ, რომლებიც ტიტანიკზე იმყოფებოდნენ?

ამბობენ, რომ ამის გარდა კიდევ ბევრი ძაღლი იყო გემზე, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე ძაღლზე შემორჩა.

გემის ჩაძირვის შედეგად 12 ძაღლიდან მხოლოდ 3 გადარჩა - 2 პომერანული შპიცი და 1 პეკინესი, რომლებიც პატრონებმა უბეში ჩაისვეს და ნავებით გამოიყვანეს სამშვიდობოს.

ისტორიას ასევე შემორჩა კაპიტან სმიტის ფოტო, რომელიც ბორტზე თავის ძაღლთან - ბენთან ერთად
არის გადაღებული, თუმცა, ბენი მხოლოდ ერთი დღე იმყოფებოდა გემბანზე. კაპიტანმა ის მოგზაურობაში არ წაიყვანა და გაგზავნა
თავის შვილთან სახლში.

Zooclub

ყველაზე გულისამაჩუყებელი ამბავი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, არის 50 წლის ქალბატონის შესახებ, რომელიც მაშველებმა ნავზე გადაიყვანეს. თუმცა, მან თქვა, რომ მისი ძაღლი დიდი ზომის გერმანული დოგი იყო, მას არ უნდოდა ძაღლის მიტოვება და გადაწყვიტა გემზე დაბრუნება. ქალი რამდენიმე დღის შემდეგ დამხჩვალი იპოვეს თავის ძაღლთან ერთად. მისი გაყინული სხეული ერთგულ ოთხფეხა მეგობართან იყო ჩახუტებული.

Zooclub

ტიტანიკის გემზე მხოლოდ იმ მგზავრებს ჰქონდათ უფლება ძაღლის აყვანისა, რომლებიც პირველი კლასის ბილეთებით სარგებლობდნენ. ესენი იყვნენ: ჰელენ ბიშოფი და მისი ტოი პუდელი, სახელად ფრუ-ფრუ, მილიონერი ჯონ ჯაკობ ასტორი და მისი ერდერტერიერი, სახელად ქითი, რობერტ დანიელი და მისი ფრანგული ბულდოგი - გამინ დე პუკომბე, უილიამ კარტერი ორი ძაღლით - კინგ ჩარლზ სპანიელი და ერდერტერიერი, ჰარი ანდერსონი და თავისი საყვარელი ჩაუ-ჩაუ.

რთულია, წარმოიდგინო იყო ამ ტრაგედიის ნაწილი და კიდევ უფრო საშინელებაა, დადგე გამოუვალი ფაქტის წინაშე, დატოვო ერთგული ოთხფეხა მეგობარი მაშინ, როდესაც გემი იძირება.

ასევე იხილეთ:

ერთგული ძაღლი ჰაჩიკო, რომელსაც იაპონელებმა სიცოცხლეშივე ძეგლი დაუდგეს

თბილისელი "ჰაჩიკო" - ძაღლი, რომელიც პატრონის საფლავს მეხუთე თვეა არ ტოვებს

ძაღლი, რომელიც პატრონის გარდაცვალების შემდეგ ტაძარში წირვას მარტო ესწრებოდა

თაკო
ლიზა, გეთანხმებით 100% ვერასდროს დავტოვებ ჩემს ძაღლებს გასაჭირში!!!
liza
არც მე დავტოვებდი, ეს იგივეა რაც დატოვო შენი შვილი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?