გოგონას არ შეეძლო დამოუკიდებლად სიარული, მაგრამ ერთგულმა ძაღლმა მისთვის შეუძლებელი გააკეთა! (+ვიდეო)
გოგონას არ შეეძლო დამოუკიდებლად სიარული, მაგრამ ერთგულმა ძაღლმა მისთვის შეუძლებელი გააკეთა! (+ვიდეო)
11 წლის გოგონა ბელა ბერტონი იშვიათი გენეტიკური დაავადებით, მორკიოს სინდრომით იტანჯება. ეს დაავადება აზიანებს ძვალს, რის გამოც დეფორმირდება თავად ჩონჩხი. ამის გამო, ბელას არ შეეძლო დამოუკიდებლად სიარული და ბავშვობიდან ხელჯოხის ან უნარშეზღუდულის ეტლის დახმარებით გადაადგილდებოდა... მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მისი სიცოცხლე შეიცვალა..

გოგონას ცხოვრებაში გამოჩნდა დოგი, სახელად ჯორჯი, რომელიც მისთვის ნამდვილ საყრდენად იქცა.

ის ყველგან დაყვება გოგონას. ბელა თავისი ოთხფეხა კომპანიონის ზურგს ეყრდნობა და ასე ხელჯოხის გარეშე სიარულს ახერხებს.

ძაღლი სპეციალურად არის გაწვრთნილი გადაადგილების მხრივ პრობლემატური ადამიანების დასახმარებლად. ის გოგონას არასოდეს
ტოვებს მარტო, მაშინაც კი, როდესაც არ არის საჭირო დახმარება. ჯორჯის დახმარებით, ბელა ჩვეულებრივ სკოლაში დადის.

Zooclub

ჯორჯმა ზეპირად იცის ყველა საკლასო ოთახის განლაგება და გოგონას სწავლის დროსაც თან ახლავს. გაკვეთილის მსვლელობისას კი ის უბრალოდ მის გვერდით ზის და ისვენებს.

პარალელურად, ბელა ინტენსიურ მკურნალობას გადის. მას უკვე 9 ოპერაცია გაუკეთდა და ექიმები იმედოვნებენ, რომ მალე გოგონა თავისით შეძლებს სიარულს. მანამდე ჯორჯი მზად არის ნებისმიერ დროს დაეხმაროს ბელას.

გვინდა გვჯეროდეს, რომ მკურნალობა შედეგს გამოიღებს და გოგონა დოგის დახმარებით კი არა, მასთან ერთად ისეირნებს. მთავარი ისაა, რომ მეგობრებმა ერთმანეთი იპოვეს.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?