ლაბრადორმა იერუსალიმში ტერაქტი აღკვეთა
ლაბრადორმა იერუსალიმში ტერაქტი აღკვეთა
სამი წლის ლაბრადორმა ტაზმა, რომელიც პოლიციაში მსახურობს, იერუსალიმში ტერაქტი აღკვეთა. მან პოლიციელები მიიყვანა იმ ადგილას, სადაც ინახებოდა იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა. სახლი იერუსალიმის სასამართლოს სიახლოვეს მდებარეობდა.
სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს ხელნაკეთი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომელიც დამალული იყო მილში. პოლიციელებმა საცავები გაანადგურეს, ხოლო ორი არაბი მამა-შვილი დააპატიმრეს.

ერთ-ერთი პოლიციელი იხსენებს, როგორ აღმოაჩინა ტაზმა სამალავი: "თავიდან ძაღლმა იპოვა რამდენიმე ვაზნა, რაც გახდა მიზეზი სახლის უკეთესად შემოწმებისა. შემდეგ ტაზი მიუახლოვდა კედელს და ყნოსვა დაიწყო, თითქოს გვანიშნებდა, სწორედ კედელში გაყვანილ მილში აღმოჩნდა იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა."

ტაზის 34 წლის პატრონი ამბობს, რომ თავიდან ლაბრადორი არ მსახურობდა პოლიციაში. 3 თვიდან ის ჩვეულებრივი
შინაური ბინადარივით იზრდებოდა, როცა ძაღლი ერთი წლის გახდა, პატრონი მიხვდა, რომ ის კარგად გაართმევდა თავს პოლიციის საქმიანობას.

ორი თვის განმავლობაში ეს უკვე ტაზის მეორე წარმატებული ოპერაციაა. ოქტომბერში მან ასევე იპოვა ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთი სოფლის სიახლოვეს, რომლის გავლითაც იერუსალიმამდე მისასვლელი გზაა.

ასევე იხილეთ:

პოლიციელი ძაღლი თავის დაღუპულ მეწყვილეს დაემშვიდობა

პოლიციელი ძაღლები საკვების რიგს, ბევრ ადამიანთან შედარებით, უფრო მოწესრიგებულებად იკავებენ

ამ ძაღლმა 2 წლის ბავშვი გადაარჩინა იქ, სადაც მისი გადარჩენა უკვე ვერავინ შეძლო...
ინგა
საყვარელი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?