უნარშეზღუდულმა ვეტერანმა ქორწილში ძაღლი ხელისმომკიდედ წაიყვანა (+ვიდეო)
უნარშეზღუდულმა ვეტერანმა ქორწილში ძაღლი ხელისმომკიდედ წაიყვანა (+ვიდეო)
2012 წელს ამერიკის ჯარში მომსახურე ჯასტინ ლენსფორდმა ავღანეთში ნაღმის აფეთქების შედეგად ფეხი დაკარგა. აშშ-ში დაბრუნების შემდეგ, მას გააცნეს გეიბი - 2 წლის ოქროსფერი რეტრივერი, რომელიც ჯასტინს პოსტტრავმული სინდრომის დაძლევაში ეხმარებოდა.

მათ ერთმანეთი ორგანიზაცია Warrior Canine Connection-ის მეშვეობით გაიცნეს და მალე დამეგობრდნენ. 1 კვირის წინ ჯასტინი თავის სკოლის მეგობარ კეროლზე დაქორწინდა. როდესაც ჯერი მეჯვარის არჩევაზე მიდგა, ლენდსფორდმა დაუფიქრებლად აირჩია თავისი საუკეთესო მეგობარი გეიბი. გეიბიმ შესანიშნავად შეასრულა თავისი როლი.

იხილეთ ვიდეო


Zooclub

Zooclub

Zooclub
დიანა
რა ღირსეულად უჭირავს თავი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?